ქართულმა ოცნებამ გამარჯვება ქუთაისში აღნიშნა . საარჩევნო შტაბში ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე იმყოფებოდნენ კანდიდატები იოსებ ხახლეიშვილი და ზაზა ლომინაძე: „ჩვენ მზად ვართ ყველა იმ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რომლიც კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისათვის“ -განაცხადეს მათ. ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 33 843-მმა ამომრჩეველმა მიიღო ხმების რაოდენობა კი ასე გადანაწილდა: 7,98%- ნაციონალური მოძრაობა- გიგა შუშანია -მას ხმა 2 559-ამომრჩეველმა მისცა 92,02%- ქართული ოცნება -იოსებ ხახლეიშვილი -მას ხმა 29 911-ამომრჩელმა მისცა რაც შეეხება მაჟორიტარებს ხმები ასე გადანაწილდა 91.92%- ქართული ოცნება -ზაზა ლომინაძე- მას ხმა 29 866 -ამომრჩეველმა მისცა და 8. 08%- ნაციონალური მოძრაობა -გრიგოლ ვაშაძე- მას ხმა 2 626 -მა ამომრველმა მისცა ასევე უნდა აღვნიშნოთ რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი საკუთარ ამომრჩეველს უბნებზე მისვლისაგან და საარჩევნო პროცედურებში ჩართვისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებდნენ: შედარებისათვის შეგვიძლია ვთქვათ რომ თუკი პირველ ტურში მონაწილეობა 73 813-ამომრჩეველმა მიიღო მეორე ტურში ქუთაისში ეს რაოდენობა 33 843-უტოლდებოდა.
ვალუტას განახლებული კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...