ქართულმა ოცნებამ გამარჯვება ქუთაისში აღნიშნა . საარჩევნო შტაბში ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე იმყოფებოდნენ კანდიდატები იოსებ ხახლეიშვილი და ზაზა ლომინაძე: „ჩვენ მზად ვართ ყველა იმ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რომლიც კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისათვის“ -განაცხადეს მათ. ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 33 843-მმა ამომრჩეველმა მიიღო ხმების რაოდენობა კი ასე გადანაწილდა: 7,98%- ნაციონალური მოძრაობა- გიგა შუშანია -მას ხმა 2 559-ამომრჩეველმა მისცა 92,02%- ქართული ოცნება -იოსებ ხახლეიშვილი -მას ხმა 29 911-ამომრჩელმა მისცა რაც შეეხება მაჟორიტარებს ხმები ასე გადანაწილდა 91.92%- ქართული ოცნება -ზაზა ლომინაძე- მას ხმა 29 866 -ამომრჩეველმა მისცა და 8. 08%- ნაციონალური მოძრაობა -გრიგოლ ვაშაძე- მას ხმა 2 626 -მა ამომრველმა მისცა ასევე უნდა აღვნიშნოთ რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი საკუთარ ამომრჩეველს უბნებზე მისვლისაგან და საარჩევნო პროცედურებში ჩართვისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებდნენ: შედარებისათვის შეგვიძლია ვთქვათ რომ თუკი პირველ ტურში მონაწილეობა 73 813-ამომრჩეველმა მიიღო მეორე ტურში ქუთაისში ეს რაოდენობა 33 843-უტოლდებოდა.
“2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე” – კობახიძე
როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს...









