ტორპედოს ფანები მერიასთან აქციას მართავენ. ისინი ტორპედოს პრობლემის დროულად გადაჭრას მოითხოვენ, რადგან 3 თემებრვლის შემდეგ გუნდი მეოთხე ლიგაში გადავა, რაც გუნდის საბოლოო განადგურებას ნიშნავს. ფანების თქმით ისინი ამას არ დაუშვებენ.
“თუ თებერვლამდე არ მოხდა დავალიანების დაფარვა, გუნდი მეოთხე ლიგაში გადადის, რაც მის საბოლოოდ განადგურებს ნიშნავს. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ინვესტორთან და გვითხრა, რომ მზადაა ხელშეკრულების გასაფორმებლად, თუ მერია დროულად დაასრულებს პროცესებს, გუნდი გადარჩება” – განაცხადა ქეთა ჯალაღანიამ.
როგორც მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძის მედიასთან განაცხადა ამ დროისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რაც დროსთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით ინვესტორი მზადაა გუნდის შესაძენად, თუმცა პროცესს გარკვეულწილად გუნდის დავალიანება აფერხებს, ყოფილ მფლობელს დავალიანება ან დრომდე არ დაუფარავს.
გიორგაძე განმარტვას, რომ 3 თებერვლამდე საბოლოო პასუხი ცნობილი გახდება.
“ფაბიო მანინი კისრულობს იმ დავალიანების დაფარვას, რომელიც ფეხბურთელების დავალიანებასთან და ადმინისტრაციის ხელფასებთან არის დაკავშირებული. დანარჩენი ვალები ძველმა ინვესტორმა უნდა გაისტუმროს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქალაქს გუნდი შევუნარჩუნოთ,”- აცხადებს ირაკლი გიორგაძემ.
მისივე თქმით ძველმა ინვესტორმა ზაალ ჩავავამ დავალიანება აღიარა, თუმცა, არ დაუფარავს. გიორგაძის განმარტებით, ჩაჩავას დავალიანება 1 200 000 ლარს შეადგენს, ხოლო სახელფასო დავალიანება 2 მილიონ ლარამდეა.
“ტორპედოში” პრობლემები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, გუნდი ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა დატოვეს. თანამშრომლებს ხელფასი რამდენიმე თვეა არ მიუღიათ.