LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება” – დაზარალებული ბექა გოცირიძე მოსამართლეს

“თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება” – დაზარალებული ბექა გოცირიძე მოსამართლეს

დაპოსტა 2025/12/17-ში
A A
106
ნახვა
გაზიარება

თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება, – ამის შესახებ დაზარალებულმა ბექა გოცირიძემ დაკავებულ თორნიკე თოშხუასთან და მინდია შერვაშიძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთაც მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.

დაზარალებული ბექა გოცირიძე სასამართლოში დღეს დაიკითხა.

მან დეტალურად გაიხსენა 2024 წლის 31 ივლისს მომხდარი ფაქტი. როგორც ის განმარტავს, რუსთაველზე ფეხით მიდიოდა, რა დროსაც შელაპარაკება მოუვიდა კონკრეტულ პირებთან.

„ერთ-ერთმა, ვისთანაც შელაპარაკება მომივიდა, მითხრა, რატომ იღებო, მომივიდა კონფლიქტი… ტელეფონი მეკავა ხელში… ყველა იმ მყოფთან მომივიდა ჩხუბი, 25 კაცს ვეჩხუბებოდი მარტო…დამესივნენ…მოგვივიდა ჩხუბი… არაფერი რა… მარტო მინდია და გიორგი ხომ არ არიან, 25 კაცი მეჩხუბებოდა”, – განაცხადა გოცირიძემ.

ადვოკატ ომარ ფურცელაძის კითხვაზე, განცდილი ტკივილი იყო თუ არა ძლიერი, გოცირიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

“არა, ეგეთი არ ყოფილა… ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ საგანგაშო არა, ბატონო მოსამართლე… მეც მოვიქნიე…მეც ვჩხუბობდი”, – განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, პრეტენზია თუ აქვს ბრალდებულების მიმართ, ან სურს თუ არა მათი პატიმრობა, გოცირიძემ უარყოფითი პასუხი გასცა. ამასთან, კითხვაზე, თუკი, ისინი გარეთ იქნებიან, შიშის განცდა ექნება თუ არა, დაზარალებულმა უპასუხა, რომ – არა.

დაზარალებულის ჩვენების შემდეგ, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა.

საბოლოოდ, მოსამართლე ელენე გოგუაძემ ორივე დაკავებული კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, დაზარალებულის ჩვენება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი ვერ გახდებოდა, მან ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

ცნობისთვის, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათ ბექა გოცირიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

“კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს, რომლის აღიარება არ უნდათ არც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ არცერთ ადამიანს, არც მათთან მიტმასნილ ნებისმიერ პირს და არც მათ პატრონებს, -...

დაწვრილებითDetails

“მომავალი არჩევნების ფსონები ნათელია: უნგრეთი ამ ომში არ უნდა ჩაერთოს” – ვიქტორ ორბანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო-ვიქტორ ორბანი
მთავარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყნის სიახლოვეს ომი მძვინვარებს, ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების ფსონები ნათელია - ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს. მისი თქმით, უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც არ გაგზავნის...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა - „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის...

დაწვრილებითDetails

გაზის მიწოდება 5600 აბონენტს შეუწყდა – ნახეთ,აღდგენის დრო და მისამართები

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 11 მარტს, თბილისში  დიდუბის რაიონში გაზის მიწოდება 5600 აბონენტს დროებით შეუწყდება, - ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზის მიწოდება, ხვალ 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდება: ზესტაფონის ქუჩის,...

დაწვრილებითDetails

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორის, ვლადიმერ ბოისას და მწვრთნელის, ანატოლი ბოისას დედის გარდაცვალების გამო. თანაგრძნობას...

დაწვრილებითDetails

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული თ.ს. და უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ა.ა....

დაწვრილებითDetails

კაცმა ოჯახის წევრს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

11 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

11 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +17...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"