ავიაბილეთების დაჯავშნა და მოგზაურობის დაგეგმვა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია, თუმცა არსებობს ბევრი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ არ გსურთ, რომ რაიმე უსიამოვნებას გადაეყაროთ. ამისათვის, საჭიროა იცოდეთ ყველაფერი ავიაბილეთების დაჯავშნის შესახებ, ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია.
სად უნდა შეიძინოთ ავიაბილეთები?
ავიაბილეთების შესაძენად საუკეთესო გზა საძიებო სისტემის გამოყენებაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ყველა არსებული ავიკომპანიისა და სააგენტოს ავიაბილეთებს ერთ სივრცეში გაეცნოთ. საძიებო სისტემის გამოყენებით ყველაზე მარტივად და კომფორტულად შეძლებთ ავიაბილეთების შეძენას.
სწორედ ასეთ პლატფრომას გვთავაზობს avia.ge, რომელიც ნამდვილად გამორჩეული დღეს არსებულ საძიებო სისტემებს შორის. რატომ avia.ge?
Avia.ge- ის საძიებო სისტემა იმდენად მარტივი და კომფორტულია, რომ მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. როდესაც ერთ სივრცეში ყველა ავიაკომოპანიისა თუ სააგენტოს ავიაბილეთებია წარმოდგენილი, ეს ავიაბილეთების დაჯავშნას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბიუჯეტის, განრიგისა და მოთხოვნების მიხედვით შეარჩიოთ ავიაბილეთები და მარტივი პროცედურით შეიძინოთ. თქვენ უბრალოდ უნდა მიუთიოთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღები და სისტემა შემოგთავაზებთ ყველა არსებულ ფრენას, როგორც პირდაპირს, ისე ტრანზიტულს. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია თქვენთვის სასურველი ავიაკომპანიის, აეროპორტისა თუ ფასის მიხედვით.
როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად?
ავიაბილეთების დაჯავშნისას ყველაზე მეტ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ფასებს ვაქცევთ. ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავისი ბიუჯეტის შესაბამისი ავიაბილეთების შეძენა შეძლოს. სწორედ ამიტომ, არსებობს ხრიკები, რაც დაგეხმარებათ იაფი ავიაბილეთების მოძებნაში:
- შეიძინეთ ავიაბილეთები წინასწარ, 1.5-2 თვით ადრე.
- გასამგზავრებლად უმჯობესია აირჩიოთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და, შესაბამისად, ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
- შეეცადეთ გასამგზავრებლად არასეზონური პერიოდი აირჩიოთ და თუ ბიუჯეტურად მოგზაურობა გსურთ, ამას ახალ წელს ან ზაფხულში ნუ დაგეგმავთ.
- თუ ორივე გზის ავიაბილეთი გჭირდებათ, შეიძინეთ ისინი ერთდროულად. ასეთ შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენისას.
რომელი ფრენით უკეთესია, პირდაპირით თუ ტრანზიტული?
რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენა უფრო კომფორტული, ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ტრანზიტულის. ამ შემთხვევაში მოგიწევთ არჩევანი კომფორტსა და ფასს შორის გააკეთოთ.
თუ ფასს მიანიჭებთ უპირატესობას და ტრანზიტულ ფრენას აირჩევთ, მაშინ რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ:
- ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა უნდა იყოს საკმარისი, რომ მომდევნო რეისზე დასასწრებად ყველა პროცედურა გაიაროთ და დროულად მიხვიდეთ ბორტზე.
- ორივე ფრენას ერთი და იგივე ავიაკომპანია უნდა ასრულებდეს, რომ თქვენი ბარგი ავიაკომპანიამ გადაიტანოს და თვენ არ მოგიწიოთ აღება და თავიდან ჩაბარება.
- არ უნდა გქონდეთ ტრანზიტული აეროპორტის ცვლილება. რომელ აეროპორტშიც ჩაფრინდებით, იმავე აეროპორტიდან უნდა გაფრინდეთ.
საქართველოს რომელი აეროპორტიდან სჯობს გამგზავრება?
რა თქმა უნდა, აეროპორტის შერჩევისას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ თუ რამდენად მოსახერხებელია მისი ადგილმდებარეობა თქვენთვის. თუმცა, ამის გარდა, სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია.
თავდაპირველად უნდა გაარკვიოთ, სრულდება თუ არა ფრენა იმ მიმართულებით, სადაც გამგზავრება გსურთ. არის მიმართულებები, რომლებიც საქართველოს სამივე აეროპორტიდან არ სრულდება. ასევე, შესაძლოა რომელიმე აეროპორტიდან არ სრულდებოდეს პირდაპირი ფრენა და მხოლოდ ტრანზიტულ ფრენას გვთავაზობდეს.
მაგალითად, თუ პოლონეთში გეგმავთ გამგზავრებას, საუკეთესო და ყველაზე დიდ არჩევანს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გვთავაზობს. ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთის რამდენიმე ქალაქში სრულდება პირდაპირი ფრენები. თბილისის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები მხოლოდ ვარშავის მიმართულებით სრულდება, სხვა ქალაქებში მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ გამგზავრებას. ბათუმის აეროპორტიდან კი პირდაპირი ფრენა პოლონეთის არც ერთ ქალაქში არ სრულდება. თუმცა, შესაძლოა ბათუმიდან ან თბილისიდან უფრო იაფი ავიაბილეთები შეიძინოთ ტრანზიტულ რეისებზე, ვიდრე ქუთაისიდან პირდაპირზე.
თუ ამ ინფორმაციებს ყურადღებით გაეცნობით, ავიაბილეთების დაჯავშნას მარტივად შეძლებთ და თქვენი ოცნების მოგზაურობას მოიწყობთ. ნუ დააყოვნებთ, გამოიყენეთ https://aviabiletebi.online/ -ის საძიებო სისტემა, რათა შეძლოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთების დაჯავშნა.
R