ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარებამ ფშავში მყოფ ტურისტებს გადაადგილების პრობლემა შეუქმნა.
გზის გაწმენდის სამუშაოები დაწყებულია, თუმცა უამინდობის გამო მოძრაობის აღდგენის პროცესი ჭიანურდება.
ამ დროისატვის, თუშეთიდან ათობით მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფერნებით გადმოიყვანეს. იგეგმება კიდევ 100-მდე ადამიანის ჩამოყვანა.
სტიქიამ პრობლემები შეუქმნა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებსაც .