გვარამია მანანას შემოსავლის ერთადერთ წყაროს მეუღლის პენსიასთან ერთად საყვავილიდან შემოსული თანხა წარმოადგენდა. ამ თანხით ისინი თავის გატანას ახერხებდნენ , თუმცა საკარანტინო პერიოდმა ყველაფერი შეცვალა და უმუშევრები დატოვა.
პრობლემაა ისიც, რომ ოჯახის წევრები, არც ერთ კატეგორიაში არ ჯდებიან. მიუხედავად დევნილის სტატუსისა, მათ საკარანტინო პერიოდში არანაირი დახმარება ან სურსათის ან თანხის სახით ჯერ არ მიუღიათ. გვარამიები , ისევ როგორც ბევრი სხვა, მთავრობის მხრიდან ეკონომიკური სტრატეგიის გაჟღერებას და მის პრაქტიკაში განხორციელებას ელოდება.