15 წლის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით დაკავებული 24 წლის მამაკაცის ოჯახი გარდაცვლილი მოზარდის ბაბუის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ გოგონა სინამდვილეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.
დაკავებულის მამა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ პოლიცია მათ ემუქრება, დედა კი შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს:
“იმ დონზე მიიყვანეს, რომ გარდაიცვალა. პოლიციის უფოსი ამოდის აქ, ჩემს ბავშვს იჭერენ და მეუბნება, რომ შენ ამ საქმის მერე უნდა ასახლდე აქედან. მემუქრება”,- აცხადებს დაკავებულის მამა, იაშა ტაკიძე.
“ჩემს შვილს თითი არ აქვს დაკარებული. არასწორი ინფორმაციაა. ბაბუა ყოფილა ნაციხარი. სისტემატურად ძალადობდა. გოგო შველას ითხოვდა,”- განაცხადა დაკავებულის დედამ.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში 15 წლის გოგო გარდაცვლილი გუშინ, 10 თებერვალს იპოვეს. ბაბუა ამბობს, რომ ის წარსულში, სავარაუდოდ, გააუპატიურეს.
15 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს