პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში თვითმკვლელი ტერორისტი ექვსი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი მოტოციკლით სამხედრო მანქანას დაეჯახა.
ტერორისტულ თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავებულია 20-ზე მეტი ჯარისკაცი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “თერიკ-ე-თალიბანმა” აიღო. დაჯგუფება ავღანური თალიბანისგან გამოყოფილი ნაწილია, რომელიც პაკისტანის არმიის წინააღმდეგ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქაბული დაეცა და ავღანელმა თალიბებმა კონტროლი მოიპოვეს.