LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაის-გაენათის ეპარქია  გელათთან დაკავშირებით სიმშვიდის შენარჩუნებას ითხოვს

თვითმკვლელის სულისთვის ამგვარი მსახურება უსარგებლო და დამამძიმებელია-რას წერს მიტროპოლიტი იოანე

დაპოსტა 2024/04/19-ში
A A
1.3k
ნახვა
გაზიარება

ქუთაის-გაენათის ეპარქია თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“თვითმკვლელობა – ტრაგედია და დანაშაული

ბოლო ათი წლის განმავლობაში იმატა თვითმკვლელობებმა, რაც ქვეყანაში სოციალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებს. სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული მოვლენა სიჭაბუკიდან სიბერემდე ფართო ასაკობრივ დიაპაზონს მოიცავს. მისი საბაბი და მოტივაცია განსხვავებულია, ხოლო ბუნება, შეიძლება ითქვას, ერთია: ფსიქიკური აშლილობა და პიროვნული შინაგანი სტრესული მდგომარეობა, რასაც ადამიანის მენტალობაში უკეთური ძალების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ან აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულება იწვევს. ადამიანს ან ესმის სუიციდისკენ მოწოდების ხმები და ვერ ეწინააღმდეგება მათ, ფსიქიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება, ან ეგოცენტრული აზრების ესკალაციას პირადი ცხოვრების უპერსპექტივობის განცდის განვითარებით სიცოცხლის საზრისის მიმართ ნიჰილისტური განწყობით თანდათან სუიციდამდე მიჰყავს. ორივე შემთხვევაში ადამიანი ემიჯნება გარემოს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს, არ ითვალისწინებს, რა ტკივილს მიაყენებს მათ, და რაც მთავარია, წყვეტს კავშირს სიცოცხლის წყაროსთან, უფალთან, რომლისგან მოევლინა ამ ქვეყანას, უარს ამბობს ღვთის საბოძვარზე და უპირისპირდება მას. ეს გამოუსწორებელი დანაშაულია, ხოლო მისი ახლობლებისთვის და თავად მისთვის ტრაგედიაა.
ჭირისუფალი, ბუნებრივია, ტრაგიკულად აღიქვამს თავის ახლობელთან კავშირის გაწყვეტას და მისი აღდგენის მიზნით მიმართავს ეკლესიას იმ იმედით, რომ გაპატიოსნებით, წესის აგებით აღადგენს კავშირს ეულად დარჩენილ ახლობლის სულთან, რომელმაც თავისი ნებელობით და ქმედებით ყველასთან სამუდამოდ გაწყვიტა კავშირი. ამიტომაც შეუძლებელი ხდება მისი უკუმოქცევა, რადგან ის ვეღარ შეცვლის თავის ტრაგიკულ არჩევანს და გადაწყვეტილებას.
მართლმადიდებელ ეკლესიაში მიცვალებულის სულისთვის არსებული მსახურებები მოიცავენ ღვთისადმი მრავალგზის ვედრებას გარდაცვლილის ცოდვების მისატევებლად. ამ მსახურებათა შორის მნიშვნელოვანია წესის აგება, რომლის აღსრულების დროს მღვდელი გარდაცვლილი მორწმუნე ადამიანის სულს ახსენებს ფსალმუნის სიტყვებს, მოციქულის დარიგებას და მაცხოვრის სახარებისეულ შეგონებებს მომავალი სამსჯავროს წყალობისა და სამართლის შესახებ და ბოლოს, შენდობას აძლევს ადრე აღიარებულ და დავიწყებულ არაღიარებულ ცოდვებზე, რითიც უმსუბუქებს მას ახალ მდგომარეობაში ყოფნას.
თვითმკვლელის სულისთვის ამგვარი მსახურება უსარგებლო და დამამძიმებელია, რადგან მან თავისი ნებით გაწყვიტა კავშირი არამარტო ახლობლებთან, არამედ თვით უფალთან და მის ეკლესიასთან და თავისი გადაწყვეტილების შეცვლა არ ძალუძს. ჭირისუფალმა იზრუნოს ცოცხალთათვის, რომ მის ოჯახში, შთამომავლობაში აღარ განმეორდეს ეს უბედურება.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე
თეგები: მიტროპოლიტი იოანე
გაზიარება518

დაკავშირებული -პოსტები

საკონსტიტუციომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მოწმის სტატუსით დაბარებაზე უარი თქვა

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლომ "გახარია-საქართველოსთვის" შუამდგომლობის ის ნაწილი არ დააკმაყოფილა, სადაც პარტია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარის, თეა წულუკიანის და მამუკა...

დაწვრილებითDetails

ყურადღებით იყავით მშენებარე კორპუსებთან, გაუფრთხილდით ბავშვებს – გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ყურადღებით იყავით მშენებარე კორპუსებთან, გაუფრთხილდით ბავშვებს - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

26 ოქტომბერს, საქართველოს უმეტეს ქალაქში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის +27 გრადუსამდე დათბობას ვარაუდობენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +23 - მზიანი სოხუმი +25 - მზიანი...

დაწვრილებითDetails

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
მთავარი

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.  ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, თქვა, არჩევნებში "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა. მისი თქმით, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სტუ­დენ­ტებს 250-ად­გი­ლი­ან პარ­ლა­მენ­ტში...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა. ბრალდებულთა...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

კვირა მერკურის რეტროგრადული მოძრაობის ფონზე დაიწყება, ამიტომ დროის დაგეგმვა და დეტალების ყურადღებით შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. გადაამოწმეთ დოკუმენტები, მარშრუტები, მიმოწერა და შეთანხმებები. მოსალოდნელია შეფერხებები, საქმეების გაჭიანურება, ძველ საკითხებთან და წყენებთან...

დაწვრილებითDetails

ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს – TI

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერს. TI-ის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური პლურალიზმისა და საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

26 ოქტომბერი არის ხსენება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებასა და დღესასწაულს რამდენჯერმე აღნიშნავს წლის განმავლობაში. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის...

დაწვრილებითDetails

ანტიკონსტიტუციური პარტიები არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, უკანონო მეთოდებით მუშაობენ – ტოქსიკური გარემოს გაწმენდის შემდეგ სხვა პარტიებს ამომრჩეველთან საუბარი კონკურენტულ გარემოში შეეძლებათ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

14 წელია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. 14 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, 30 დეპუტატია ამისთვის საჭირო, მაგრამ ამის საფუძველი არ ჰქონდათ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"