თერჯოლაში მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. სოფელ ჩხარში და სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ,,სახლდაზიანების“ ფარგლებში აშენდა. ზვიად შალამბერიძემ ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა და საჭიროების შემთხვევაში გვერდით დგომას დაპირდა. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახები ახალ სახლებში იცხოვრებენ. სოფელ ჩხარში სახლი გადაეცა ფანჩულიძეების ოჯახს. დღემდე ბებია და შვილიშვილი დაზიანებულ ხის სახლში ცხოვრობდნენ. შენობა რეაბილიტაციასაც არ ექვემდებარებოდა. ასევე, საჭიროებდა დახმარებას სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები არაბიძეების ოჯახი. დედა-შვილი სოციალურად დაუცველები არიან. ,,სახლდაზიანების” პროგრამის ფარგლებში სამი სახლი უკვე აშენდა. მიმდინარე წელს კიდევ 5 ოჯახი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. 2021 წელს, ამ მიმართულებით ადგილობრივ ბიუჯეტში 175 000 ლარია გამოყოფილი.
,, დღეს ჩვენ გადავეცით ორ ოჯახს ახალი აშენებული სახლი. თერჯოლაში პროექტი წარმატებით გრძელდება. მიმდინარე და მომავალ წელსაც კიდევ ახალი სახლები დაემატება თერჯოლის მუნიციპალიტეტს და გადაეცემა იმ მოსახლეობას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. პროგრამის ფარგლებში, სახლების ასაშენებლად თანხა სრულად გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მსგავსი პროგრამები იმერეთში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. ამ მიმართულებით სოციალურ პროგრამას რეგიონის მასშტაბით რა თქმა უნდა მომავალშიც გავაგრძელებთ – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ