თერჯოლაში, სოფელ ზედა საზანოში მომხდარი უბედური შემთხვევისას გადარჩენილი ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გაეწერა ბინაში. ჰიპოთერმია და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა [აღენიშნებოდა]”, – ამბობს ექიმი სოფო ბუსკივაძე.