დღეს თემურ ძიძიგურს დაკრძალავენ. ცნობილ ქირურგს საკუთარი სახლიდან გამოასვენეს.
ქუთაისის კოლორიტი, პლასტიკური ქირურგი, მხატვარი, მუსიკოსი, მრავალი იდეის ავტორი და შემოქმედი თემურ ძიძიგირი 3 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა.
,,მას ახასიათებენ როგორც პროფესიონალ და კარგ ექიმს. ამასთან, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ბატონი თემური გატაცებული იყო მთამსვლელობით, სიმღერითა და მხატვრობით. ხატვა მისი ყოველდღიური საქმიანობა გახლდათ და საკმაოდ ნიჭიერად ხატავდა.
*ადამიანი, რომელიც არის წარმატებული ექიმი, ყელ- ყურ- ცხვირის ქირურგი.
* ადამიანი ,რომელმაც დააფუძნა თავისივე პროფილის ქირურგიული ცენტრი და არის ამავე ცენტრის დირექტორი.
* ადამიანი, რომელიც არის გეოგრაფი, მოგზაური.
*ადამიანი,რომელიც შეუდარებელი ფოტოხელოვანია.
* ადამიანი,რომელიც არის ლიტერატორი.
* ადამუანი,რომელუც არის მხატვარი.
*ადამიანი,რომელიც ქმნის საოცარ მელოდიებს და არის თავისივე სიმღერების ავტორ- შემსრულებელი.
* ადამიანი,რომელმაც ქალაქს დაუბრუნა ტრადიცია ქუთაისური სალონური საღამოებისა.
* ადამიანი,რომელიც არის ქველმოქმედი.
*ადამიანი,რომელიც არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
ყველა ამ წოდებას აჭარბებს მისი უფრო დიდი ადამიანური, ჰუმანური თვისებები,რომლითაც აბედნიერებს მეგობრებს და გარშემომყოფთ.” – წერს ნათია ჯიმშელეიშვილი.