თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში 28 სექტემბერს ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორიც დაუკრავს. ვირტუოზი პიანისტი ბეთჰოვენსა და ლისტს ელისო ვირსალაძის ღია გაკვეთილზე შეასრულებს.
თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 21 სექტემბერს გაიხსნა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.