თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა გადაიდო
მხარეებმა არსებითი განხილვისთვის მოსამზადებელი ეტაპის მხოლოდ ნაწილობრივ დაზუსტება შეძლეს და მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი, არასრულწლოვანი პირის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა.
სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.
შემდეგი პროცესი 12 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლეს. 28 წლის მამაკაცმა, რამდენიმე თვით ადრე, აითაჯ შახმაროვა იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა.
გოგოს წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ, ბრალდებულმა გოგო მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.
შეგახსენებთ, 14 წლის არასრულწლოვნის საქმეზე ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ბავშვის დედასა და ბიძას. ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ “ქმარს” რამდენიმე დღის წინ ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.