“ახლა მიპასუხეთ თევზი ვიყიდე თუ ყინული?” – მომხმარებელი მონიკა ტყეშელაშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე სუპერმარკეტში “მაგნიტი” ნაყიდი გაყინული თევზის ფოტოებს აქვეყნებს და ინტერესდება თუ რაში გადაახევინეს ფული.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მაგნიტი • Magniti ახლა მიპასუხეთ თევზი ვიყიდე თუ ყინული?🤔
აქციაში გასაყიდი პროდუქტები პირდაპირი გაგებით დამპალი და გადასაყრელი გაქვთ.
კონსულტანტებს უნდა ეძახო რომ ყურადღება მოგაქციონ, როცა მაღაზიის სიგრძე ალბათ 4 მეტრს არ აღემატება…
პ.ს. ეს ყინული რომ დადნება ოდესმე, თევზი უნდა ავწონო. მაინტერესებს სინამდვილეში რა წონაში გადავიხადე ფული” – წერს ფეისბუკის მომხმარებელი მონიკა ტყეშელაშვილი.