პროტესტი კულტურის მინისტრის წინააღმდეგ – მუსიკოსები, მწერლები, პუბლიცისტები და პოლიტიკოსები კულტურის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ და ხელოვნების მუზეუმის გადარჩენა სურთ.
კულტურის სფეროს წარმომადგენლების თქმით, დაუშვებელია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობა ივანიშვილის სამშენებლო ამბიციებს შეეწიროს და დაუშვებელია ეროვნულ საგანძურში დაცული 139 000 ექსპონატის დაჩქარებულ რეჟიმში მუზეუმის საცავებიდან გატანაც.
აქციის მონაწილეები პროცესების გამჭვირვალობას და კონკრეტული კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც ამირანაშვილის მუზეუმიდან “ოქროს ფონდის” გადინებას მონიტორინგს გაუწევს.
“გაკეთდეს დელეგაცია სანდო პროფესიონალებით, რომლებიც წლებია გადაფარებულები არიან თითოეულ ძეგლს და თითოეულ დეტალს, რაც კი არსებობს ოქროს ფონდში. ჟურნალისტებთან ერთად, გამჭვირვალეობით, დელეგაციის არსებობით უნდა ვიცოდეთ, სად მიდის, რა ტემპერატურით, რა დაცულობით”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.