კორონავირუსით ინფიცირებულმა 23 წლის ორსულმა წარმატებით იმშობიარა. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
„დაიბადა ბიჭი, 3 კილო და 600 გრამი, 50 სანტიმეტრი, დედაც და ახალშობილიც თავს იდეალურად გრძნობენ. ჩვილს ორჯერ ჩაუტარდება Covid-19-ზე ტესტირება, დღესვე ჩაუტარდება ერთი ტესტი, რომლის პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი. თუ ვირუსი დაუდასტურდება, ბავშვი დედასთან იქნება, თუ არადა ცალკე“, – ამბობს ლალი ტურძელაძე.
primetime.ge