დანით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. იგი მოდის ექსპერტის დალი ჩიტალაძის ვაჟია, შემთხვევა დღეს დილით ვაკეში მოხდა. ვახო სუთიძეს უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა.
მას ამჯერად ოპერაცია უტარდება. “რეიტინგი” დალი ჩიტალაძეს დაუკავშირდა:
“გიჟები დადიან ქალაქში და ერთ-ერთი მათგანი ჩემს შვილს დაესხა თავს, ის მას მხოლოდ ეკლესიაში წირვებზე ჰყავს ნანახი. როდესაც ჩემი შვილი დილით ტაძრიდან ბრუნდებოდა, მას გამოჰყვა ეს მამაკაცი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, სადარბაზოში შემოყვა, უკან მიეპარა და დანა დაარტყა. დაკარგა ბევრი სისხლი და ახლა ოპერაცია უტარდება” .- განაცხადა დალი ჩიტალაძემ.