ქართული კრივის ისტორიაში პირველად თბილისი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. 26 წონით კატეგორიაში 300-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობს.
ევროპირველობა ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე საზეიმოდ გაიხსნა. კრივის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კრივის საერთაშორისო ფედერაციამ და ევროპის კრივის კონფედერაციამ მიხეილ ბატიაშვილი და დავით წიკლაური დააჯილდოეს.
მოკრივეები მედლებისთვის ერთი კვირის განმავლობაში იბრძოლებენ. ევროპის ჩემპიონატი 11 აგვისტოს დასრულდება.