Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა:
კახა კალაძე – 43%;
ნიკა მელია – 30%;
გიორგი გახარია – 12%;
ანა დოლიძე – 6%;
ანა ბიბილაშვილი – 3%;
სხვა – 6%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.