LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თარსი 13, თილისმები, ჩვილისთვის დაბადების დღის გადახდა – რა უნდა იცოდეთ გავრცელებული გამოთქმების შესახებ

თარსი 13, თილისმები, ჩვილისთვის დაბადების დღის გადახდა – რა უნდა იცოდეთ გავრცელებული გამოთქმების შესახებ

დაპოსტა 2022/06/30-ში
A A
220
ნახვა
გაზიარება

არასწორი ხალხური გამოთქმებისა და წარმოდგენების შესახებ  საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს. 

„არცონდა – არცოდვაა“

უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად ითვლება, რადგან ადამიანი ვალდებულია იცოდეს. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ.

 

„ურწმუნო თომა“

ამ გამოთქმის საფუძვლად თითქოსდა ის იქცა, რომ თომამ მანამ არ ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, სანამ თვით არ იხილა და ხელი არ ჩაჰყო მის ჭრილობებში, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საფუძლვეს, რომ თომას ურწმუნო ვუწოდოთ. უფლის აღდგომა ერთბაშად სხვებმაც ვერ დაიჯერეს, სანამ თავად უფალი არ გამოეცხადა მათ. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო იმდენად დიდია, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო გაგნებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება. თომა იყო უაღრესად მორწმუნე და დაუღალავი მქადაგებელი ქრისტესი, ამიტომ მკრეხელობაა, როცა ურწმუნო, ათეისტ ადამიანს წმიდა თომა მოციქულს ადარებენ.

 

მარიამ მაგდალინელის შესახებ

ხშირად გაიგონებთ გამოთქმას, რომ მარიამ მაგდალინელი მეძავი იყო და შეინანა. წმიდა წერილში ასეთი რამ არსად არ გვხვდება. როგორც სახარება გადმოგვცემს, მარიამ მაგდალინელი იყო მძიმე სნეული და უფალმა მისგან შვიდი ეშმაკი განდევნა, რის შემდეგაც წმიდა მარიამ მაგდალინელი მადლიერების ნიშნად თან დაჰყვებოდა უფალს. მარიამი იყო პირველი ღვთისმშობლის შემდეგ, რომელსაც ეჩვენა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი. მის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე სააღდგომოდ კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიცია.

 

„რაც გიწერია – არ აგცდება“

სწავლებას ბედისწერის შესახებ არ იწყნარებს ეკლესია. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „არ არსებობს სხვა იმდენად ზადიანი და უკურნებელი სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, – მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში… რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?..

როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი…

[ბედი რომ არსებობდეს] არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკარგისათვის? რისთვის ვაამებთ?ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედიგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ – გარყვნილი, არავინ – ანგარებისმოყვარე, არავინ – სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ“.

 

„როცა დედა წყევლის, მისი ძუძუები ლოცავენ“

მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით,  რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.

სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს.

მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე – წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება. ამიტომ დედებს ვურჩევთ ყოველი სიტყვა მოზომონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შვილს ეხება. ზოგჯერ მეტისმეტი გულისტკივლის გამოსახატავად დედებმა იციან თქმა: „მოგიკვდეს დედა, შვილო!“ აბა დავუფიქრდეთ, როგორ უნდა დაწყევლო შვილი უარესად – ბავშვისთვის დედის სიკვდილზე უარესი რა შეიძლება იყოს?! თვითონვე ვუსურვებთ ჩვენს შვილს ყველაზე უარესს?! აღარაფერს ვამბობთ „საფუძვლიან“ წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებელად გამზადებული დენთივით არის.

 

„არ შეიძლება ქორწინება მაისის თვეში“

მაისის თვეში ქორწინება დასაშვებია. არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობით. შესაძლოა ეს ცრურწმენა მოდიოდეს რუსული ხალხური ჩვულებიდან, რისი ანარეკლიცაა გამოთქმა «В мае венчаться – всю жизнь маяться» („მაისის ჯვრისწერას მთელი ცხოვრება ჯახირი მოჰყვებაო“), რასაც არანაირი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია.

უსაფუძვლოა აგრეთვე იმის რწმენაც, რომ სახლში შესვლისას პატარძალმა თეფში თუ არ დაამტვრია, ოჯახი არ აეწყობა.

 

„თარსი“ რიცხვი 13

რიცხვი „13“ აბსოლუტურად ჩვულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისათვის მისტიური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება (არა თავისთავად, არამედ იმათთვის, რომელთაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ). ამიტომ მათი და მათ შორის რიცხვი „13“-ის მოშიში, ნებით თუ უნებლიეთ „13“-ის გამკერპებელი, ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ღვთის მონა და მეგობარია, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენებისა და პირობითობებისაგან თავისუფალია.

 

„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“

ჩვენს სინამდვილეში არსებობს თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს. ეს არის საპირველაპრილო ტყუილი: დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია! ამ დღეს ზოგჯერ სერიოზული გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც კი მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში აქვეყნებენ „უწყინარ“ ტყუილებს როგორც სრულ სიმართლეს. ისე რომ, ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის და ოფიციალური ორგანოებიც კი ეგებიან საპირველაპრილო ტყუილის ანკესზე და ბრიყვდებიან!

ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა! ეს „უწყინარი“ ჩვეულება – საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!

როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხული და, განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანთა ეს უნათლესი დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც გარდამავალია, ანუ მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეზე მოდიოდა. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით, თუ რა საზიზღარი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარმცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა – იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო! – აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს ჩვეულება მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ქრისტეს აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საზოგადო მსახურებაც! ამიტომ ქრისტეს მოწინააღმდეგენი აღდგომის წმიდა თვესაც – აპრილსაც, მისი პირველივე დღის საგანგებო გამასხარავებითა და აბუჩად აგდებით შეურაცხყოფენ და დააკნინებენ ტყუილის – ღმერთისთვის ამ უსაძაგლესი მოვლენის გავრცელებით!

 

1 წლის ბავშვის დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება.

ეს ცრურწმენაა. საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით 1 წლის ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნას არანაირი წინააღდეგობა არ ეღობება.

 

სხვადასხვა „ნიშნების“ რწმენა
(დაცემინება – „დასტურის ნიშანი“, ყვავის ჩხავილი, დილით მახინჯი ადამიანის შეხვედრა, თვალის ციმციმი – „უბედურების ნიშანი“)

წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ბევრ ქრისტიანს „ნიშნების“ განმარტება ზიანის მომტან საქმედ არ მიაჩნია. თუკი ვინმე საუბრისას დააცემინებს, იტყვიან: ამასაც მნიშვნელობა აქვსო. თუკი ვიღაც ზურგიდან სახელით მოგიხმობს, გადასასვლელში თუ ფეხი დაგისრიალდა, ანდა ტანსაცმელით რაიმეს წამოედები – ეს ყოველივე თითქოს იმის „ნიშანია“, რომ საქმე, რომლის გაკეთებსაც აპირებდი, არ უნდა გააკეთო. ზოგჯერ მორწმუნე ადამიანებიც კი ასეთ ცრურწმენებს მისდევენ და ამ დამღუპველ ვნებაში იძირებიან. მაგრამ იცოდე: უარყოფილია ღვთისაგან ამ უსჯულოების მიმდევარი ერი.

როგორ შეიძლება ვირწმუნოთ უგუნურ ფრინველთაგან მომავლის უწყება?! მით უფრო, როცა ვიცით, რომ ფრინველი ვერ ხედავს მის წინ დაგებულ საფრთხეს, რომელიც მას აშკარად მოელის, – ნუთუ შეუძლია მას შენთვის მომავლის უწყება?! ხშირად, სარჩოს საძიებლად ბუდიდან აფრენილი, უკან ცარიელი ბრუნდება; შენთვის კი მომვალის უტყუარი მაცნე შეიქნა და მისი ამაო მოძრაობები მომავლის მაუწყებლად გადაგექცა?!

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ვინც, სახლიდან გამოსული, კოჭლსა და მახინჯს შეხვდება და ამას „ნიშნად“ მიიჩნევს, იგი სატანურ საქმეს ჩადის, რადგან დღეს უბედურებად აქცევს არა ადამიანთან შეხვედრა, არამედ ცოდვილი ცხოვრება“.

 

„ბედნიერი“ და „უბედური“ დღეები

წმიდა იოანე ოქროპირი ამხელს ცრურწმენებს, რომელთა თანახმადაც ზოგიერთი დღე ბედნიერად მიაჩნიათ, ზოგი – უბედურად: „მოწყალების საქმის აღსაკვეთად და სულის სიკეთისკენ მისწრაფების ჩასახშობად ეშმა შთაგვაგონებს, წარმარტებებიცა და წარუმატებლობებიც „სასიკეთო“ ან „ცუდ“ დღეებს მივაწეროთ. თუკი ვინმეს სწამს, რომ დღე შეიძლება იყოს „ბედნიერი“ ან „უბედური“, მაშინ იგი „უბედურ“ დღეს არ ეცდება იზრუნოს სათნო საქმეებზე, რადგან იფიქრებს, რომ „უბედურ“ დღეს იგი ამაოდ იშრომებს და ვერაფერს გააწყობს. ხოლო „ბედნიერ“ დღეს იგი ასევე არაფერს მოიმოქმედებს, რადგან იმედოვნებს, რომ ასეთ დღეს მას ვერაფერს დააკლებს სიზარმაცე. ამრიგად, მისი ცხოვრებისათვის ორივე მდგომარეობა ხელისშემშლელია (გაიხსენეთ დღეისთვის დიდად გავრცელებული ყოველდღიური ჰოროსკოპები – საიტის ავტორის შენიშვნა). ზოგჯერ უგუნურად, ზოგჯერ კი უიმედოდ განწყობილი, იგი მთელ ცხოვრებას უდებებასა და ბოროტებაში ატარებს.

ვეცადოთ, თავი ავარიდოთ ეშმას ცდუნებას, ნუ გამოვარჩევთ დღეებს, ნუ დავყოფთ მათ სასიკეთო და არასასიკეთოებად“.

ცრურწმენების კატეგორიას მიეკუთვნება აგრეთვე ე.წ. „ბედობის დღეები“ (ახალი წლის მეორე დღე, ბარბარობა), რომლებიც თითქოსდა საბედისწეროა მთელი წლისთვის.

 

„ბედნიერების მომტანი“ წერილები

ადრე ჩვეულებრივი ფოსტითა და ხელნაწერი სახით, დღეს კი ელექტრონული სახით ვრცელდება წერილები, რომლებიც, თითქოსდა, გავრცელების შემთხვევაში (ის უნდა გაუგზავნო 20 ადამიანს უახლოეს 1 საათში ან სხვა მსგავსი პირობები)ბედნიერებას მოუტანენ ადამიანს. ვფიქრობთ, ზემოთმოყვანილი მსჯელობების შემდეგ ზედმეტია განმვარტოთ, რატომ არის ასეთი „ბედნიერების მომტანი“ წერილებისადმი რწმენა უგუნურება.

 

ჩვილის დაცვა ე.წ. „თილისმებით“

წმიდა იოანე ოქროპირი „კორინთელთა მიმართ პირველ საუბარში“ სასტიკად ამხელს თილისმების ტარებასა და ცრურწმენებით ნაკარნახევ მოქმედებებს სნეულებებისა და უბედურებებისაგან თავდასაცავად. იგი ამბობს: „თავიანთი ჩვილის „დასაცავად“ ყოველგვარი საფრთხისაგან მშობლები მრავალ სასაცილო სიმბოლურ თილისმებს (ჩვენს დროში კი, მოგეხსენებათ, ბავშვებს ავი თვალისაგან დასაცავად ხელზე მძივს აბამენ, რომელზეც თვალია გამოსახული) იყენებენ… ყოველივე ეს მათ უდიდეს უგუნურებაზე მეტყველებს, რადგან სხვა არაფერი ესაჭიროება ჩვილს მაცხოვნებელი ჯვრის გარდა. მიუხედავად ამისა, ჯვარი, რომელმაც მოაქცია მთელი სამყარო, სძლია ეშმას და დათრგუნა მისი ძალი, – უგულებელყოფილია, ხოლო ქსოვილს, ნართს თუ სხვა მსგავს ნივთებს ანდობენ ჩვილის უსაფრთხოებას. ნუთუ არ გრცხვენიათ? მითხარით: შეიგნებთ კი ოდესმე, რომ სატანა ყოველ ადამიანს ბავშობის ასაკიდან უგებს მახეს და ამისთვის ყოველგვარ ხრიკს მიმართავს? ჩვილების „დასაცავად“, დემონთა ცდუნებით ნაკარნახევ თქვენს ამგვარ ქმედებას, გეჰენიაში შთაჰყავხართ! თუკი ჩვილებს ასე წარმართები „იცავენ“, ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ, როდესაც  ამას ჯვრის თაყვანისმცემელნი და მაზიარებელნი აკეთბენ, რომელებმაც ცნეს ღვთაებრივი სიბრძნე და ჭეშმარიტება, – ეს მწარედ სატირალია“.

უსაფუძვლოა ასევე, ზოგიერთის რწმენა, რომ ნათლია ბავშვს რამეს დააბედებს (ჭკუას, ფულს და ა.შ.).

 

„თილისმები უფროსებისთვის“

მართლმადიდებელ ქრისტიანს განსაცდელთაგან სამკერდე ჯვარი, ხშირი პირჯვრის გამოსახვა, წმიდა ხატები და მფარველი ანგელოზი იცავს. დაუშვებელია, ქრისტიანმა შეინახოს ან თილისმად ატაროს ე.წ. „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიზმარი“ ან „იერუსალიმში ნაპოვნი წერილი“ – რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენა. ასევე მიუღებელია სხვადასხვა მაგიური ძეწკვები, თასმები, ეშვები ან დათვის ტყავი – ყოველივე ეს სულის შებორკვას ნიშნავს და ამ ცოდვის გამო საეკლესიო სასჯელს ადებენ ხოლმე.

 

„ორშაბათი უიღბლო დღეა“

კვირის სხვა დღეებისაგან ორშაბათი არაფრით გამოირჩევა გარდა იმისა, რომ ამ დღეს ღვთისმსახურებისას უხორცო ძალებს (ანგელოზებს) ევედრებიან. სამწუხაროდ, გავრცელებულია ცრურწმენა, თითქოს ორშაბათი მძიმე და უიღბლო დღეა. ორშაბათის გარდა ამგვარ დღეებად მიჩნეულია ოთხშაბათიცა და პარასკევიც. ახლა კი თავად განსაჯეთ, ვისგან უნდა მომდინარეობდეს ამგვარი შეხედულება.

ამბობენ, რომ ორშაბათს არ შეიძლება დაიწყო ახალი საქმე, რადგან წამრატებას ვერ მიაღწევ; დაუშვებელია სადმე გამგზავრება, ან ფულის გაცემა.

რატომ გავრცელდა ამგვარი შეხედულება ორშაბათზე და რატომ აღძრავს იგი შიშს ბევრ ადამიანში?

ამ საკითხზე პასუხს მივიღებთ ადამიანებზე უბრალო დაკვირვებით. ორშაბათი, ნამდვილად მძიმე, უსიამოვნო და მშოფოთვარე დღეა მათთვის, ვინც კვირა უზნეოდ გაატარა. თუკი ადამიანმა კვირა დღე ლოთობაში, გარყვნილებაში, კარტის თამაშსა და მსგავს უზნეობაში გალია, ორშაბათს იგი დამძიმებული თავით იღვიძებს და სრულიად უძლურია, შეუდგეს სერიოზულ საქმეს. ასეთი ადამიანებისათვის ორშაბათი მართლაც მძიმე დღეა, მაგრამ არა თავისთავად, არამედ თავისივე უგუნურებისა გამო. ხოლო ვინც იცის დროის ფასი, არ ფლანგავს მას სულისა და სხეულისათვის დამღუპველ გართობებზე, მისთვის ორშაბათი სულაც არაა მძიმე, პირიქით, ორშაბათობით დასვენების დღეებში აღდგენილი და განახლებული ძალებით იწყებს საქმიანობას.

ამგვარად, ადამიანის ცხოვრების წესი არა მხოლოდ ორშაბათ დღეზე ტოვებს თავის ანაბეჭდს, არამედ მთელ კვირაზე და ზოგჯერ მთელ ცხოვრებაზეც.

მაშასადამე, ორშაბათისადმი გაუცნობიერებელი შიში არა თუ არაფრითაა გამართლებული, იგი შეურაცხმყოფელია უფლისათვის, რამეთუ ყოველი დღე კურთხეულია უფლის მიერ, ყოველი დღე მადლმოსილია უფლის ქმნილებისათვის, არცერთ დღეს მოუკლია მას კაცთათვის თავისი წყალობა (დაბ. 1, 31).

 

რელიგიასთან დაკავშირებული ცრურწმენები

არასწორია, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს რამდენ სანთელს აანთებ (კენტს თუ ლუწს), როდის ჩააქრობ, იქ დატოვებ თუ სახლში წაიღებ, როგორ ჩააქრობ (სულის შებერვით, თუ ხელით); თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს ადგილს ეკლესიაში. ბევრი ადამიანი იმდენად ეჩვევა ეკლესიაში გარკვეულ ადგილას დგომას, რომ ვერ წარმოუდგენია სხვა ადგილას როგორ უნდა დადგეს; თითქოს მღვდელი, ან სხვა ტაძრის რომელიმე მსახური ცვლის ბედისწერას კარგი ან ცუდი მიმართულებით.

თვალის ცემა, მეკვლის ფეხი

ჩვენში ძალიან გავრცელებულია ცრურწმენები მეკვლის ფეხთან და “ცუდ” თვალთან დაკავშირებით. თუ ადამიანს ოჯახში რამე უბედურება შეემთხვა და ამას ახალ წელს მოსულ მეკვლეს ან დილას შემხვედრ ნაცნობს აბრალებს და არა საკუთარ ცოდვებს, გასაგებია, საიდან იღებს ასეთი ფიქრები სათავეს. ეშმაკსაც ეს უნდა, რომ ადამიანი ნაკლებს ფიქრობდეს საკუთარ ცოდვებზე და ყველაფერს სხვას აბრალებდეს. ასეთი უგუნურობის შედეგად ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებიან ერთმანეთს უახლოესი ადამიანები.

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს გიშრის ჯვრის ტარებას “ავი თვალის” წინააღმდეგ, მით უმეტეს, არ ნიშნავს მისი გაბზარვა “თვალის გადასვლას” ან მსგავს რამეს. ჯვარის გაბზარვის მიზეზი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ქვის ხარისხი იყოს.

მიცვალებულთან დაკავშირებული ცრუ-რწმენები

არსებობს ცრურწმენა, რომ „ორმოცამდე“ გარდაცვლილის არც ერთი ნივთის გაცემა არ შეიძლება: ეს არასწორია. პირიქით, რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა ჩაიდინოთ გარდაცვლილის სახელზე. უნდა შესწიროთ მონასტრებს, ეკლესიას – წითელი ღვინო (ზიარებისთვის), ფქვილი (სეფისკვერისთვის), ცვილი (სანთლისთვის); უნდა დაარიგოთ გარდაცვლილის ნივთები უპირველესად სწორედ ორმოცამდე და არა ორმოცის შემდეგ. როდის უნდა ვიშუამდგომლოთ განსასჯელისათვის – სასამართლომდე თუ სასამართლოს შემდეგ? ასეა აქაც: სული გადის საზვერეებს, ეწყობა სასამართლო და უნდა ვუქომაგოთ მას – ვილოცოთ და ვაკეთოთ მოწყალების საქმენი.

ცრურწმენებია აგრეთვე, მიცვალებულის ოჯახიდან გასვენების შემდეგ სკამების წაქცევა, კუბოს 3-ჯერ შემოტრიალება, მიცვალებულისთვის უამრავი ნივთის ჩაყოლება (ნივთები მას არაფერში აღარ სჭირდება, სჯობს ის მოწყალებაში გასცეთ). არასწორია ისიც, თითქოს ორმოცის მერე არ შეიძლება საფლავზე არაფრის დამატება.

არასწორი შეხედულებაა, თითქოს ქელეხის სიდიდეს და ხალხის გამოთრობის ხარისხს პირდაპირი კავშირი ქონდეს მიცვალებულის სამოთხეში მოხვედრასთან.

 

მოკლედ ჩამოვთვლით, ასევე ჩვენში გავრცელებულ სხვა ცრურწმენებს: შავი კატის გადარბენას უბედურება მოაქვს, არ შეიძლება ოთხშაბათსა და პარასკევს თავის დაბანა და ფრჩხილების მოჭრა, ეშმაკის ხსენებაზე ხეზე სამჯერ უნდა დააკაკუნო, მარცხენა ფეხზე ადგომა უიღბლო დღეს მოასწავებს…

წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „მტერი ამგვარ ადამიანს (ცრუმორწმუნეს) დასცინის, ცრუმორწმუნე ხომ ყველაფერს შიშით შესცქერის: თუკი გამოჩნდა კატა, ძაღლი ან დილით შემოხვდა მარჯვენა თვალით ან ფერდით დაზიანებული, თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილი ადამიანი, – ცრუმორწმუნე მას მყისვე ზურგს შეაქცევს და თვალს აარიდებს. რა არის ამგვარ ცხოვრებაზე მეტად უბედური – ყოველივეს ეჭვის თვალით შესცქეროდე და ყველაფერში წინააღმდეგობა დაინახო, მაშინ, როდესაც მორწმუნეს ღვთის ქმნილების ჭვრეტამ სული უფლამდე უნდა აღუმაღლოს?!“

ადამიანი უნდა ეცადოს, რომ გათავისუფლდეს ყველა ამგვარი არასწორი შეხედულებისა და ჩვეულებისაგან.

გაზიარება88

დაკავშირებული -პოსტები

ავტომობილი 70 წლამდე ქალს დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში ავტომობილი 70 წლამდე ქვეით ქალს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
მთავარი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან გუშინ დატოვა. „გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს....

დაწვრილებითDetails

„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

ცეკვის აკადემია „დიდგორი“ მოცეკვავეებს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „შაკო, გუგა, თამო... ცეკვის აკადემია დიდგორი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წინა თაობის მოცეკვავეების გარდაცვალების გამო  ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად...

დაწვრილებითDetails

ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭო, ლელას ,,ერთა” – ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭო, ლელას ,,ერთა” – ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან
მთავარი

როგორ გამიმწარე ჩემი ერთადერთი დაიკო ბიჭო ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭოოოოო - გუშინ ქუთაისში მშენებლობაზე დაღუბულ ბიჭს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. გივიკო გურეშიძე წყალტუბოს სოფელ გუმბრინში ცხოვრობდა. მას მეუღლე და...

დაწვრილებითDetails

ქართული ყველის 2 სახეობა მსოფლიოს 100 საუკეთესოს შორისაა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„შეცდომაში შეყვანა ხდება როგორც მომხმარებლის, ისე სახელმწიფოს”
მთავარი

მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყველის სტატუსი ბერძნულმა Graviera Naxou-მ დაიმსახურა - ამის შესახებ პოპულარული პლატფორმის, TasteAtlas-ის უახლეს რეიტინგში - „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ - არის ნათქვამი. 37 ათასი მომხმარებლის შეფასებებზე...

დაწვრილებითDetails

„მძღოლთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა…“ – გორის ტრაგედიის ახალი დეტალები

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„მძღოლთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა…“ – გორის ტრაგედიის ახალი დეტალები
მთავარი

მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ბრალს აღიარებს - გორის რაიონულმა სასამართლომ რევაზ ელიზბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბბრალდებულს უფლებადამცველი არ ჰყოლია. სასამართლო პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ დაკავებულს 225 ჯარიმა...

დაწვრილებითDetails

ვის ეკუთვნის კომპანია ქუთაისში, სადაც გუშინ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ვის ეკუთვნის კომპანია ქუთაისში, სადაც გუშინ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, გუშინ კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. საქმის მოკვლევა შრომის ინსპექციის სამსახურმა უკვე...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

პოლონეთში დააკავეს 46 წლის ქართველი, რომელსაც 69 წლის კაცისთვის დაახლოებით 45 ათასი ზლოტის, დოკუმენტებისა და ჩანთის ძალადობით წართმევას ედავებიან. გამოძიების ცნობით, შემთხვევა ბანკთან მოხდა. დაზარალებული თანხის განაღდების შემდეგ ავტომობილში ჩაჯდა,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გუშინ ქუთაისში მშენებლობაზე ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა. ,,მეგა ტვ"-ს ინფორმაციით გარდაცვლილია  გივიკო გურეშიძე. ,,ჯერ კიდევ შოკში ვარ, გამოხატვის უნარიც შეზღუდული მაქვს და არ მჯერა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი გივიკო, რომელიც...

დაწვრილებითDetails

16 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო/დასავლეთით მდგარი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"