ხონში, ქალაქის #3 საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს ელიბო სანოძეს ემშვიდობებიან.
,,ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლა,ღრმა მწუხარებით იუწყება,სკოლის ყოფილი დირექტორის,ღვაწლმოსილი პედაგოგის, ღირსეული კოლეგის ელიბო სანოძის გარდაცვალებას.
ვისაც,ბატონ ელიბოსთან უმუშავნია, მასთან საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა ჰქონია,არასოდეს დაავიწყდება მისი დამოკიდებულება, ნებისმიერი დიდი თუ მცირე საქმისადმი,უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობა, დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა,აფასებდა და პატივს სცემდა კოლეგებს,უყვარდა და მეგობრობდა მოსწავლეებთან,ჰქონდა იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა,თაობებმა გამოიარეს მის ხელში და დღეს ძალიან ბევრი,მისი აღზრდილი გულწრფელად წუხს მასწავლებლის გარდაცვალების გამო.
ღირსეულად განვლო ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის გზა,ემსახურა პროფესიას, რომელიც ძალიან უყვარდა.
წლების წინ, სკოლაში სიმბოლურად ვარსკვლავი გავუხსენით,ამ ვარსკვლავს ჩაქრობა არ უწერია, რადგან მის ნათებას ჩვენს სკოლაში, ბატონ ელიბოს ოჯახის ღირსეული წევრები ემსახურებიან!
წავიდა ვალმოხდილი!
დააკლდა ხონის პედაგოგიურ საზოგადოებას,კიდევ ერთი ღირსეული მასწავლებელი,დიახ,მასწავლებელი და არა ,,ყოფილი მასწავლებელი”,რადგან მასწავლებელი სიცოცხლის ბოლომდე თავის პროფესიაში რჩება!
სწორედ ასეთი იყო ელიბო სანოძეც!
გულწრფელად თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს!
მარადიული ხსოვნა ჩვენი მეგობრისა და კოლეგის, ელიბო სანოძის, ნათელ ხსოვნას!,, -ვკითხულობთ სკოლის ფეისბუქ გვერდზე
“თანდათან მაკლდებიან უფროსი თაობის მეგობრები 🥹რომლებთანაც ცხოვრების საუკეთესო წლები მაკავშირებდა 🥹
ჩვენი ,,არსენიჩიც”დაადგა მარადისობის გზას 🥹
ელიბო სანოძეს ხონელებისთვის ჩემი წარდგენა არ სჭირდება, მას ისედაც ცნობდა და აფასებდა ჩვენი ქალაქის საზოგადოება.
მთელი თავის ცხოვრება განათლების სისტემას ემსახურა,ემსახურა შეგნებით და პირნათლად‼️
ბევრის მასწავლებელი იყო,ბევრის კოლეგა ბევრის უფროსი მეგობარი,რომ ენდობოდი ისეთი ადამიანი,სიტყვას მიაბარებდი წინ არ დაგახვედრებდა,რჩევას ჰკითხავდი თან გადაგყვებოდა, სხვისი შვილების წინსვლა და წარმატებები ძალიან უხაროდა და საკუთრებიც რომ გამორჩეული ჰყავდა,ამით ბედნიერი იყო‼️
გასაოცარი იუმორის პატრონი იყო,ვიდრე სკოლაში იყო დადიოდა,დღე არ გავიდოდა რომელიმე შესვენებაზე ერთმანეთისთვის აზრები არ გაგვეცვალა და ბოლოს ჩვეული ენაკვიმატობით და სიცილით არ დავშორებოდით ერთმანეთს🥹
ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი იყო და ასეთადვე დარჩება გარდაცვალების შემდგომაც 🥹
დღეს, სამძიმარზე მისულს,მის სასახლეზე გადაშლილი წიგნმა და წიგნში ჩადებულმა სათვალემ,ალბათ გულგრილი არავინ დაგტოვათ,არც მე.🥹
447-ე გვერდზე შეჩერებულა მისი სიცოცხლის წამზომი 🥹
ვალმოხდილი წავიდა თავისი საქმის,ქალაქის,ადამიანებისა და ოჯახის წინაშე,ოჯახის რომლის ესტაფეტაც საუკეთესო ახალგაზრდებს გადაულოცა ალბათ,თავის უკანასკნელ ფიქრებში 🥹
ხანდახან მაგვიანდება მეგობრებისთვის სიცოცხლეში თბილი სიტყვების თქმა,რადგან მგონია მუდამ იქნებიან,მოიხედავ და აღარ არიან 🥹
არადა კარგი იქნებოდა ეს სიტყვები მას პირადად მოესმინა 🥹 თუმცა,ჩემს პატივისცემას ყოველთვის ვუდასტურებდი.
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი,იქ სადაც მართალნი განისვენებენ‼️
მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი მარიამ სანოძე , Shorena Nikoleishvili , Giorgi Sanodze , ნიკოლოზ სანოძე , ქალბატონო გულნარა.”-წერს ნონა ქურასბედიანი.