როგორც ლევან ცარციძე წერს, გუშინ, ქუთაისში დაკარგა საფულე სადაც პირადობის მოწმობასთან ერთად თანხა, 759 ევრო იყო. ის იმ ადამიანს მიმართავს, რომელმაც მისი საფულე იპოვა და სთხოვს, რომ დაუბრუნოს, რადგან თანხა ბავშვის მკურნალობისთვის იყო განკუთვნილი.
„პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ძალიან გთხოვთ ყველას, ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიაროთ. გუშინ, დაახლოებით 7 საათისთვის ნიკას მეორე შესახვევში, კერძოდ 4 ნომრიდან 7 ნომერ ბინამდე დაიკარგა საფულე. შიგ დევს პირადობა და 750 ევრო. ძალიან გთხოვთ, თუ კი ვინმემ იპოვეთ და ღვთისნიერი ხართ, შემეხმიანეთ. ფული არი ბავშვის ექიმის ბოლო კაპიკები. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ. ტელ: 598 407 258“ – წერს ლევან ცარციძე.