კიდევ ერთი კარგი ქუთაისელი, პროფესიონალი და საიმედო ადამიანი შეიწირა კორონა ვირუსმა. მკურნალობისა და ექიმთა მცდელობის მიუხედავად გოგი ხაზარაძე გარდაიცვალა.
მან, პირველი კრიზი, როცა დაძლია, საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა:
,,მე, პირადად, ჩემს თავს გადახდილი უტყუარი ფაქტებით შემოგეხიდებით და აცრა უნდა გაიკეთოთ თუ არა, რაციონალურად მიუდექით და გადაწყვიტეთ. ჩემი აზრით, აუცილებლად გასაკეთებელია…
დღემდე ვერ მოვიკრიბე ძალა რომ აქ დამეწერა რამე. ახლა შევძელი მხოლოდ…
დიდი ვერაგი რამ ყოფილა ეს კოვიდი. მოდის და ჟანგბადს გეცილება, არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას.
ეს პატარა ომი არაა. ომობ კოვიდთან და მეორეს მხრივ საკუთარი თავის ფსიქოლოგიასთან, რათა აუცილებელია არ გატყდე, არ დანებდე…
თავს მოუფრთხილდით ❤ ” -წერდა გოგი ხაზარაძე.
წესისამებრ, ვერც მას დაიტირებენ ახლობლები და მეგობრები, უკანასკნელად ვერ შეავლებენ თვალს მის სახეს და ასე, ყველა თავისთვის- სტატუსით, ჩურჩულით ან სულაც, მდუმარედ გააცილებენ კოვიდთან მარტო დარჩენილ მეგობარს.