“თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე!” _ ქუთაისში ჟურნალისტებმამერიის შენობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ გამაფრთხილებელ აქციას გამართეს და ერთჯერადი საშვების სისტემის შემოღება გააპროტესტეს.
”შენობადი სადაც არის სამი უწყება ფიზიკურად შეუძლებელია ყოველ ჯერზე საშვის ამოწერა. ჩვენ ვითხოვთ აკრედიტაციას, რაც ნამდვილად არის ცივილური. ეს მდგომარეობა ართულებს და უფრო ბიუროკრატიული ხდება ურთიერთობები, რაც ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის ნამდვილად არ აღის ხელსაყრელი.” – თქვა ჟურნალისტმა თათა კაჭკაჭიშვილი.
”ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და ჩვენ მოვითხოვთ რომ მსაგვსი შეზღუდვები არ დაწესდეს მოულოდნელად და გაუფრთხილებლად” – ამბობს ჟურნალისტი ირინა მაკარიძე.
”უნდა იყოს მუდვი საშვები და უნდა გადაადგილდეთ მერიის შენობაში თავისუფლად. ეს ალბათ რაღაც შეცდომაა. დარწმუნებული ვარ საშვთა სისტემა იქნება მუდმივი ჟურნალისტებისთვის. – განაცხადა საკრებულოს წევრმა ოთარ ლორთქიფანიძემ.
”არანაირი შეზღუდვაზე არ არის საუბარი. არც ყოფილა და არც ექნებათ. თქვენ ვინც ავტომანქანებით გადაადგილდებით გაქვთ საშვები და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ. ჩვენი თანამშრომელბი უკანა სადგომზე აყენებენ ავტომობილებს. თქვენი ნივთები ბევრჯერ ყოფილა ჩვენს ოფისში და დაცვას გაუკონტროლებია მათი შენახვა. შეზღუდვები საიდან მოიტანეთ არ ვიცი. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამოხვიდეთ და ნახოთ. იქნება ჩვეულებრივად საშვი, პრესსამსახურთან პირადად შეთანხმებით და შეუფერხებლად განახორციელებთ თქვენ სამუშაოს. სია ენქბეა პრესსამაახურს და ნებისმიერ დროს შეძლებთ ამოსვლას. პრესსამსახურს აუცილებლად უნდა შეეხმიანოთ. ეს აკრედიტაციაა იგივე და და ამას ბოლო დროინდელ მოვლენებთან კავშირი არ აქვს” – განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კინწურაშვილმა.