LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზუსტად ის ქალბატონია, ვინც ატირებული მევედრებოდა ჟურნალისტების ჩართვას – რას წერს ადვოკატი მედიის მიმართ აგრესიაზე

ზუსტად ის ქალბატონია, ვინც ატირებული მევედრებოდა ჟურნალისტების ჩართვას – რას წერს ადვოკატი მედიის მიმართ აგრესიაზე

დაპოსტა 2021/07/28-ში
A A
88
ნახვა
გაზიარება

“ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ!” – ჟურნალისტების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს ადვოკატთა გაერთიანების დირექტორი, ტარიელ კაკაბაძე და ამ ფორმით მედიას სოლიდარობას უცხადებს.

 

უფლებადამცელი კონკრეტულ ისტორია იხსნებს და წერს, რომ დაახლოებით 3-4 წლის წინ მის დაცვის ქვეშ მყოფებს საქმე “შეუკერეს”. ოჯახის თხოვნით, ამბავი მედიასაშუალებებმა გააშუქეს და ჟურნალისტების მუშაობის შედეგად ბრალდებულები გამართლდნენ. ადვოკატის თქმით, დღეს იგივე ადამიანები, ვინც დახმარებას ითხოვდნენ, ჟურნალისტების ცემას ამართლებენ და ტელევიზიების დახურვას ითხოვენ.

 

“ჟურნალისტების შესახებ:

დაახლოებით 3-4 წლის წინ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს საქმე შეუკერეს. ორივე დაკავებულს მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ჟურნალისტების ჩართულობით შევძელით სხვადასხვა უკანონობის გამოაშკარავება. მედია რომ არა, საზოგადოებას ვერ ვაჩვენებდით ბრალდებულის უდანაშაულობას.

შევძელით ყველა იმ პოლიციელის გამოაშკარავება, ვინც ბრალდებულები უკანონოდ დააკავა და საქმე გააყალბა. ასევე შევძელით ცრუ მოწმეების მხილება. ჟურნალისტების მუშაობის გარეშე ამ საქმეს ვერ მოვიგებდით და ის ბრალდებულები დღესაც ციხეში იქნებოდნენ.

გუშინ კი ვაწყდები ერთ-ერთი გამართლებულის მშობლის კომენტარს სწორედ იმ ტელევიზიის მისამართით, ვინც მის საქმეს აშუქებდა. კომენტარში ეს ქალბატონი ამართლებს ჟურნალისტის ცემას და ითხოვს ამ ტელევიზიების დახურვას. ეს ზუსტად ის ქალბატონია, ვინც 3-4 წლის წინ ატირებული მევედრებოდა ჟურნალისტების საქმეში ჩართვასა და შვილის გადარჩენას. არადა ზუსტად ვიცი- მისი შვილს რომ კიდევ საქმე შეუკერონ, იგივე ტელევიზიებს გააშუქებინებს მისი შვილის მიმართ ჩადენილ უკანონობას.

მოკლედ, სანამ სხვისი პრობლემის დანახვას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება! ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ”, – წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს
მთავარი

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი ხუთწლიან პატიმრობაში გაუშვეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადეს, მაგრამ პროცესზე არ ყოფილა არც ლევან ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი. უფლებადამცველმა...

დაწვრილებითDetails

მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თავისუფლების მოედნის მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. NEWS.On.ge-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 22 წლისაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მამაკაცის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები...

დაწვრილებითDetails

“შოკისმომგვრელი ამბავია” – კახა კახიშვილი დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
თუ მსგავსი გათიშვა გარდაუვალი იყო, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა? – კახა კახიშვილი
მთავარი

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს არის ისეთი სისტემა, სადაც არ შეიძლება, უნდობლობის მარცვალი მისცე სალაპარაკოდ იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის, საპატიმრო დაწესებულებაში, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

“ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე…” – შიო მესამე

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო
მთავარი

ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

დამამძიმებელ გარემოებებში ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო. დღევანდელ...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება – ვის შეეხება ცვლილება

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წელს 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო, მათ შორის: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე...

დაწვრილებითDetails

„სულიერი სიმშვიდისა და შეწევნისთვის“ – ლოცვა, რომელსაც ძალა აქვს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

უძლიერესი ლოცვა დახმარების სათხოვნელად – არის სიტუაციები, როცა ხელს ვიქნევთ და სასოწარკვეთილს მხოლოდ ტირილი გვინდა. ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არაა და წინსვლა საჭირო არაა. ლოცვა სწორედ ამ მომენტებისთვის არსებობს, რომ არ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"