მუნიციპალიტეტის მერია, ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მირანდა სხილაძისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ოჯახს ფინანსურად დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
უბედური შემთხვევა 16 სექტემბერს, ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, სადაც მირანდა სხილაძე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახს
ცესკოს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით
დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკო-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაშია აღნიშნული. ცესკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს,...









