მუნიციპალიტეტის მერია, ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მირანდა სხილაძისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ოჯახს ფინანსურად დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
უბედური შემთხვევა 16 სექტემბერს, ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, სადაც მირანდა სხილაძე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახს
ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი ხუთწლიან პატიმრობაში გაუშვეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადეს, მაგრამ პროცესზე არ ყოფილა არც ლევან ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი. უფლებადამცველმა...








