LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ზესტაფონისა და სამტრედიის სკოლების პედაგოგები 2019 წლის უცხო ენების საუკეთესო მასწავლებლებად დასახელდნენ

დაპოსტა 2019/09/26-ში
200
ნახვა
გაზიარება

25 სექტემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ქართული, როგორც მეორე ენების საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსში, რომელიც 2019 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შერჩეული იქნა საუკეთესო კანდიდატები. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.

დაჯილდოების ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსში მონაწილე 14 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა, რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა. ხუთივე ფინალისტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პარტნიორმა, საქართველოს ბანკმა 500 ლარით დააჯილდოვა.

ინგლისური ენის საუკეთესო პედაგოგი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მარინე ფორჩხიძე გახდა. მას ბრიტანეთის საბჭომ პლანშეტი გადასცა, ამერიკის საელჩომ კი ქინდლი დამხმარე სახელმძღვანელოებით. ასევე, გამარჯვებული კომისიის წევრებმა, მაია ტყემალაძემ და მანანა კაპეტივაძემ პროფესიული სახელმძღვანელოებით დააჯილდოვეს.

გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგ ანნა შატიკაშვილს ერგო. გამარჯვებულს გოეთეს ინსტიტუტი გერმანიაში სტაჟირების პროგრამას დაუფინანსებს.

2019 წლის ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ლალი დალაქიშვილი დასახელდა, რომელიც მასწავლებლის სახლმა პროექტორით დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულს ტურისტულმა სააგენტო „დაიმონდ თრეველმა“ სამოგზაურო ვაუჩერი გადასცა(ტური ბაქო, განჯა,გობუსტანის ნაკრძალში).

რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელის კონკურსის გამარჯვებული ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა კურტანიძეა, რომელიც „ედუ მედიატორმა“ პარფიუმერიის ნაკრებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულს ტურისტულმა სააგენტო „დაიმონდ თრეველმა“ სამოგზაურო ვაუჩერი გადასცა (ტური ბაქო, განჯა,გობუსტანის ნაკრძალში).

ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელად ქალაქ სამტრედიის #1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა ვაშაკიძე დასახელდა, რომელსაც ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთში სტაჟირებას დაუფინანსებს. გარდა ამისა, პედაგოგს კომისიის წევრმა, მირანდა ლომიძემ გადასცა მეხსიერების ბარათი დამხმარე სახელმძღვანელოებით. ასევე, თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გამარჯვებული სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

edu.aris.ge

თეგები: ზესტაფონი სამტრედიაკლდეეთისაუკეთესო მასწავლებელიუცხო ენა
გაზიარება94

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ამერიკელი არქიტექტორები იმყოფებოდნენ

იანვარი 13, 2026
213
მთავარი

  ,,როგორც ცნობილია, ქუთაისში მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლე. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ „დემარკმა“ პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია  Gensler,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს ღამის 12 საათზე უნდა წაიკითხოთ

იანვარი 13, 2026
13k
მთავარი

13 იანვარს ძველით ახალი წელი აღინიშნება და სტუმრებს ყოველთვის ეპატიჟებიან. ამ დღეს დიდ ყურედღებას აქცევენ მეკვლეობას. ვინ შევა პირველი სახლის ზღუბრლზე. როგორ დალოცავს ოჯახს და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენვე წარმოვთქვათ...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

იანვარი 13, 2026
227
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალე), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება...

დაწვრილებითDetails

სურსათზე მსოფლიო ფასები 4.3%-ით გაიზარდა – FAO

იანვარი 13, 2026
46
მთავარი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) მონაცემებით, 2025 წელს სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 0.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ FAO-ს ყოველთვიურ ანგარიშში წერია. კერძოდ, FAO-ს სასურსათო...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი, მხნედ არის – მის მიმართ მოპყრობა ნორმალურია, ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით – ადვოკატი

იანვარი 13, 2026
95
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი თავს მხნედ გრძნობს და მის მიმართ დამოკიდებულება არის ნორმალური. როგორც ადვოკატმა რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

იანვარი 13, 2026
174
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ალეკო ელისაშვილი. მის საქმეზე საგამოძიებო ვადა...

დაწვრილებითDetails

9 თვის მონაცემებით საქართველოში ავარიების შედეგად 345 ადამიანი დაიღუპა

იანვარი 13, 2026
52
მთავარი

საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა კვლავ საგანგაშო სურათს აჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში, ქვეყანაში 4 480 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად 345...

დაწვრილებითDetails

დასტურდება, რომ ქართველია აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი

იანვარი 13, 2026
255
მთავარი

ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ 7 იანვარს დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ის ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძეა - მეზღვაური ბათუმიდან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მეზღვაურებმაც დაუდასტურეს. სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.  აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
137
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა

იანვარი 13, 2026
100
მთავარი

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები სრულად გააუქმა. უკვე რამდენიმე დღეა, მომხმარებლები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული მარშრუტის ბილეთებს ვეღარ ყიდულობენ. კომპანიის ელექტრონული სისტემა ვიზიტორებს ალტერნატიულ მიმართულებად ბრატისლავას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».