რუსულმა მხარემ გააყალბა ვოლოდიმირ ზელენსკის სამუშაო ოთახში გადაღებული ვიდეო და მაგიდაზე იქ სადაც ტელეფონი დევს კოკაინის ფხვნილი ჩაამონტაჟა.
არაერათგზის აღნიშნავდა რუსული წყაროები , რომ უკრაინის ხელმძღვანელები, თითქოს, ნარკო დამოკიდებულები არიან.
მაგრამ ომის პირობებში ზელენსკის მთავრობის ორგანიზებულობა და მენეჯმენტი იმდენად მტკიცე და გამართული აღმოჩნდა, რომ რუსეთს ახალი თაღლითობის-,,ფეიკ ვიდეოს” გავრცელება დასჭირდა მასისთვის , რომელსაც მუდმივად ტყუილებით ასაზრდოებს.
ფაქტია , რომ ,,ფეიკ ვიდეო” ძირითადად, შიდა მოხმარებაზეა გათვლილი, რადგან უკრაინისა და განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები მსგავსი ,,ფეიკებით” არ იკვებებიან.