“მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე Facebook-ზე “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დაფოტოშოპებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს “ვხედავ როგორ ყალიბდება ნორჩი ლენინელი ირაკლი ზარქუა ქართული დემოკრატიის დარაჯად”. ფოტოში ზარქუა გლადიატორს ჰგავს, რომელსაც “ოცნების” საარჩევნო ნომრიანი ფორმა აცვია.
“ვხედავ როგორ ყალიბდება ნორჩი ლენინელი ირაკლი ზარქუა ქართული დემოკრატიის დარაჯად; ოპოზიციის პარლამენტში არყოფნის პერიოდში ქართული პარლამენტარიზმი ეტყობა მის იმედზეა. რა ცეცხლს დააყენებს, რა პაექრობას ხოლმე თავისი კრიტიკული კითხვებით საკუთარ მინისტრებთან!” – წერს ანა დოლიძე.
დღეს, 2 თებერვლას “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომამდე ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ პარტიაში პოზიციები ორადაა გაყოფილი. მისი აზრით, პატარა პარტიებს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
აქვე გეტყვით, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე დღეს, 2 თებერვალს უნდა უყაროს. მანდატის გასაუქმებლად არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა საჭირო.