LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,, დროა სიმართლე გითხრათ მაგიურ საქართველოზე”-ლიტველი ტურისტი საქართველოზე

,, დროა სიმართლე გითხრათ მაგიურ საქართველოზე”-ლიტველი ტურისტი საქართველოზე

დაპოსტა 2019/09/11-ში
A A
215
ნახვა
გაზიარება

“ვფიქრობ, დროა სიმართლე გითხრათ მაგიურ საქართველოზე. ბლოგზე საქართველოში სტუმრობისას ვერ ვიმუშავე, რადგანაც ან მთვრალი ვიყავი, ან გამოფხიზლებას ვცდილობდი. ახლა სახლში ვარ და ყველაფერი კარგად მახსოვს; საქართველოში სტუმრობისას გადახდენილი შთაბეჭდილებები გულს მითბობს და ღიმილს მგვრის”, – წერს ლიტველი ტურისტი ჯასტინა , როგორც ამას  ,, ჯეომედიანიუსი” იტყობინება:

,,1. ეს არის ადგილი, სადაც ქუჩაში მოძრაობის არანაირი წესები არ არსებობს. თუ გზის გადაკვეთა გადაწყვიტეთ, უშიშარი უნდა იყოთ. მწვანე, წითელი, ყვითელი – აქ, არაფერს ნიშნავს. ენდეთ იღბალს. გზაზე გადასვლისას არ შეჩერდეთ და მძღოლს თვალებში არ შეხედოთ. თუ ასე მოიქცევით, იგრძნობენ, რომ ეჭვობთ და არც კი ელოდოთ, რომ თქვენს გამო ავტომობილს გააჩერებენ და გზას დაგითმობენ. გზა განაგრძეთ და მძღოლებიც მოძრაობას შეანელებენ.

2. ქართველი მძღოლები შეშლილები არიან, მაგრამ ნამდვილად გამოცდილები. გზაზე ძალიან ხშირად გამოჩნდება ცხვარი, თხა, ცხენი.

3. მოგზაურობისას თუ მოგშივდათ, არ შეგეშინდეთ, მძღოლების 75% გამოგკვებავთ. საჭმელზე უარის თქმა საქართველოში უზრდელობაა.

4. ისინი გთხოვენ მობილურის ნომერს, facebook-ის, vkontake-ს, ან odnoklassniki-ს მისამართს.

5. ამ დროს თუ ეტყვით, რომ შეყვარებული გყავთ, არ გაჭრის, რადგანაც სერიოზულად მხოლოდ გათხოვებას აღიქვამენ. თუ არ გსურთ მოიტყუოთ, რომ ქმარი გყავთ, მოიტყუეთ, რომ ქართველი შეყვარებული გყავთ.

6. ქართული პოლიცია ძალიან მეგობრულია და დასახმარებლად ყოველთვის მზადაა.

7. ქართველი შეყვარებულის მოძებნა ძალიან, ძალიან ადვილია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი, რომელსაც კი გამოელაპარაკები: ტაქსის მძღოლი, ბარმენი, კლუბიდან გამოსული ბიჭი. შეცდომა არ დაუშვათ და არ მისცეთ ქართველ კაცებს თქვენი ნომერი! ისინი დაგირეკავენ. ძალიან ბევრჯერ დაგირეკავენ. ეს ზარები გასტანს მანამდე, სანამ გააცნობიერებენ, რომ საერთოდ არ გაინტერესებთ.

8. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურები. შეიძლება იყო გამხდარი, მსუქანი, ქერა, წითური, შხაპის მიღების შემდეგ, ან მის გარეშე რამდენიმე დღე (წყლის პრობლემის შესახებ სხვა პოსტში დავწერ) მაინც თავს ისე იგრძნობ, თითქოს ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო მსოფლიოში.

9. ქართველი გოგონები საკუთარ თავს ნამდვილად უვლიან. ჩემი აზრით, ისინი ძალიან ლამაზები არიან. ვფიქრობ, ლამაზები ყველაზე მეტად მკვეთრად გამოხატული სახის ნაკვთების, მუქი ფერის თმისა და თვალების გამო არიან. ქართველ კაცებს მაჩო გარეგნობა აქვთ და ასევე იქცევიან. აქ, ეჭვიანობა ძალიან პოპულარულია.

10. ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, ვვარაუდობდი, რომ თურქეთის ქრისტიანულ ვერსიას ვიხილავდი. ვფიქრობ, ასეა – მენტალურად, ოჯახური კულტურით, კაცსა და ქალს შორის ურთიერთობით. მაგრამ ამ მხრივ ქართველები უკეთესები არიან. ისინი აღმოსავლეთ ევროპელებს, როგორც მეძავებს, ისე არ უყურებენ.”.

 

წყარო: ჯეომედიანიუსი

თეგები: ლიტველი ტურისტიტურიზმი
გაზიარება95

დაკავშირებული -პოსტები

“სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან” – პაპუაშვილი გივი თარგამაძის გამოკითხვაზე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან - არ ვიცი, რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე, -...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის  – ინდოეთის, თურქეთის, უზბეკეთის,...

დაწვრილებითDetails

საგანგებო სიტუაცირის სამსახური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე...

დაწვრილებითDetails

სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად 5 სახლი დაინგა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად 5 სახლი დაინგა
მთავარი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების...

დაწვრილებითDetails

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული  ინსპექტირების შედეგად...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
მთავარი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს ერთი შვილი ჰყავდა. „ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML)...

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"