თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივის ნიკა ფარულავას პროცესის პარალელურად მოძრაობა “შეცვალემ” აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე, გია ვოლსკის სამართლის კოდექსი მიიტანეს, რომლის მიხედვითაც მოძრაობა “შეცვალეს” 13 აქტივისტსს პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება. კოდექსი 5 მუხლისგან შედგება.
“ჩვენ ვნახეთ, რომ ნიკა ფარულავა არ გაათავისუფლებს სხვა აქტივისტებთან ერთად, რაც გავფიქრებინებს იმას, რომ ის შეიძლება დატოვონ პატიმრობაში. მეორე და მთავარი არის ის, რომ გია ვოლსკიმ უნდა დატოვოს თანამდებობა და მმართველი პარტია, ნორმალურ ქვეყანაში ასე იქნებოდა”, – თქვა აქტივისტმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა. იმავე აქციაზე პოლიციამ 13 აქტივისტი დააკავა.