წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა დატბორა კოლხეთის ქუჩა. წყალმა ლამარა კვიჟინაძის ეზოში შეაღწია, ადგილზე მისული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები და პრობლემა დროებით მოგვარდა, თუმცა არა ძირეულად. ახლად დაგებული ზემოთა ქუჩებიდან, სადაც სანიაღვრე არხებია მოწყობილია წყალი კოლხეთის ქუჩაზე დაგმოედინება და ტერიტორიას ტბორავს . როგორც ადგილობრივები განმარტავენ აქ ღრმა სანიაღვრე არხი იყო, რომელიც ახლა აღარ არსებობს. გარდა სანიაღვრე არხისა , პრობლემაა სტიქიური ნაგავსაყრელები. ქუჩის ბოლოს იქ, სადან კოლხეთის ქუჩის მაცხოვრებელთა ნაწილს საყანე ტერიტორიები აქვს და მსხვილფეხა პირუტყვს აბალახებენ სამშებელო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები უხვად ყრია. ნაჩენები გზის ნაპირს რამდენიმე მეტრზე ამშვენებს. აქვე შეგიძლიათ ტანისამოსიც შეარჩიოთ. როგორც ჩანს ვიღაცამ გადაწყვიტა არასასურველი გარდერობი აქ მოეშორებინა.