ვიწყებთ სამართლებრიბ ბრძოლას – სამოქალაქო აქტივსტი აკაკი საღინაძე ორგანიზაციებთან ერთად ხვალ საქართველოს სახელმწისო უსართხოების სამსახურის ქუთაისის განყოფილებას მიმართავს.
მოქალაქეების მოთხვნაა ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერშია განთავსებული:
“მიმართვის ტექსტი ქ.ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ბატონ
გრიგოლ ლილუაშვილს
სამოქალაქო საზოგადოება მრავალი ათეული წელია, რაც წინააღმდეგობას უწევს მემარცხენე ესერისა და რუსეთი სამოქალაქო ომის გმირის ვასილ კიკვიძის ძეგლის არსებობას ქ. ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ სკვერში.
გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად არამიზანშეწონილია კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენელთა ძეგლების განთავსება ისეთ სახელმწიფოში, რომლის ორიენტაცია მიმართულია ევრო-ატლანტიკური გაერთიანებისკენ და თავისუფალი, თანასწორი და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიებებისკენ, აღნიშნული ძეგლის ქვეყნის ტერიტორიაზე საჯარო სივრცეში არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ, რომელიც მკაცრად განსაზღვრას, რომ დაუშვებელია კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საკულტო ნაგებობების,ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩებისა და მოედნების არსებობა.
ვასილ კიკვიძის ძეგლი კი დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.
ვასილ კიკვიძის ძეგლი 1959 წელს დაიდგა ქუთაისში (მოქანდაკე: ვალერიან მიზანდარი, გოგი ნიკოლაძე, არქიტექტორი – გ. თოდაძე – მიმართვის საინიციატივო ჯგუფი აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს კონფლიქტი ზემოხსენებულ ხელოვანებთან და არ ვებრძვით ძეგლის ავტორებს). მისი საქმიანობა არ უკავშირდება მშობლიურ ქალაქს, ქუთაისს, თუმცა იგი აქტიურად იყო ჩართული მეოცე საუკუნის დასაწყისში კომუნისტურ საქმიანობაში. ის მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-18 წწ.). მსახურობდა მოხალისეთა კავალერიაში, იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს არჩეული იქნა მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში და აქტიურად მონაწილეობდა ჟიტომირის აღებაში, რომელიც დღეს ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია.
ამის შემდეგ იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ და დაიღუპა ბრძოლის დროს 24 წლის ასაკში, 1919 წელს.
ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით სპეციალურ კომისიას, რომ დაუყონებლივ მოახდინოთ რეაგირება, ხელი შეუწყოთ საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებას და დაავალოთ შესაბამის სამსახურებს (საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ მუხლი 7. ქვეპუნქტი 6 ) ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი :
„საერთაშორისო გამჭირვალობა:“ – საქართველო
„რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“
„უფლებებისა და განათლებისთვის“
„ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“
სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე” – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.
ცნობისთვის, ქუთაისში, ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს მოქალაქეები უკვე წლებია მოითხოვენ.