LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ვიქნებით ევროპის ღირსეული ნაწილი და სახელმწიფო! ჩვენ ეს დავიმსახურეთ!”-ნიკო მიქაია

,,ვიქნებით ევროპის ღირსეული ნაწილი და სახელმწიფო! ჩვენ ეს დავიმსახურეთ!”-ნიკო მიქაია

დაპოსტა 2022/04/14-ში
A A
114
ნახვა
გაზიარება

,,რა ხდება რუსეთში? რა ინფორმაციები გვაქვს ამ წუთისთვის? გავყვეთ დადასტურებულ ფაქტებს! ??

1. დავიწყოთ იმით, რომ ჩასაძირად განწირულ გემს პირველი ვირთხები ტოვებენ ხოლმე! ამის პირველი ნიშნები კი კარგა ხანია გამოჩნდა! პირველი მერცხალი მაინც ჩუბაისი იყო, რომელიც პუტინის მრჩევლის პოსტს იკავდებდა! მან დატოვა თანამდებობა და რუსეთიც! ბოლოს ის სტამბულში შენიშნეს! მას მიყვნენ რუსი მილიარდელები, რომელთაც ჯერ კიდევ გადარჩენის შანსი აქვთ! დიდი ქონების დაკარგვის მიუხედავად, ცდილობენ გადაარჩინონ რაც დარჩათ და ნელ-ნელა დაიწყეს რუსეთის დატოვებაც და ანტისაომარი განცხადებების გაკეთებაც! შემდეგ იყვნენ პროპგანდისტული არხების თანამშრომლები და ჟურნალისტები, რომლებიც გარბიან ისრაელში და ემირატებში! მომღერლები და მსახიობების ნაწილი, უბრალო მოქალაქეებზე არც არის ლაპარაკი! ვისაც ოდნავ ჭკუა მოეკითხება, ყველა გარბის რუსეთიდან თუკი პატარა გზა მაინც აქვს დარჩენილი თავის გადარჩენის!

2. ძალიან საინტერესო დაკავებების სერია მიდის! ФСБ იჭერს სხვა უწყებების მაღალჩინოსნებს, პუტინის ყოფილ მრჩეველზე სურკოვზეც კი გაიწია! თავად ФСБ-ს მაღალჩინოსნებს კი სხვები აკავებენ! ყველა ცდილობს თავი გადაირჩინოს და საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს იმ ომში, რომელიც წაგებულია! დღეს კი გავრცელა ინფორმაცია, რომ შოიგუს აქვს მძიმე ინფაქტი და ის გამოთიშულია უკვე სამხედრო სარდლობიდან! ასევე დაკავებულია 20 გენერალი და მათ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებიან! ამბობენ იმასაც, რომ დიდ შარშია აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა ეგრედწოდებული მინისტრი ინალ არძინბაც, სწორედ მას უნდა მოემზადებინა ოდესაში სეპარატისტული განწყობები!

3. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპრილის ბოლოსკენ თალიბები აპირებდნენ ტაჯიკებზე თავდასხმას! მაშინ ბევრისთვის სასაცილო გახდა ეს ყველაფერი, მაგრამ მალევე ტაჯიკეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ საფრთხე რეალურია აპრილის მეორე ნახევრიდან! ტაჯიკეთი ОДКБ-ს წევრია და აქედან გამომდინარე რუსეთს ვალდებულება აქვს დაიცვას ის, თუკი განხორციელდება მასზე სამხედრო თავდასხმა, თუ ამას ვერ შეძლებს, რუსეთი კარგავს გავლენას! საინტერესო ის იყო, რომ როგორც წერდნენ თალიბებს ჩინეთი ეხმარება ამ ამბავში, მაშინ როდესაც ჩინეთს საკუთარი ინტერესები აქვს შუა აზიაში და ტაჯიკეთში 2 სამხედრო ბაზაც კი გახსნა! თუკი რუსეთი ვერ დაიცავს ტაჯიკებს, მეორე დიდ მეგობარს აქვს შანსი თავის ქოლგის ქვეშ მოაქციოს ის! აქაც საინტერესოდ ჯდება ფიგურები ჭადრაკის დაფაზე!

4. საინტერესო მიმართულება ფინეთი და შვედეთია! ამ ორმა სახმწიფომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოში აპირებენ განაცხადის შეტანას წევრობაზე! ნატომაც არ დააყოვნა და პასუხიც შესაბამისი იყო, დაჩქარებულად მივიღებთო! თავიდან პესკოვმა ამაში პრობლემას ვერ ვხედავთო, მაგრამ 2 დღის წინ მედვედევმა დაიწყო მუქარა ფინეთის წიმაარმდეგ და მალევე ვნახეთ საზღვრისკენ გადასროლილი რაკეტები! ესეც დასტური იმის, რომ რუსეთში ყველა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს!

5. ჭადრაკის დაფაზე ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც აზერბაიჯან სომხეთის ურთიერთობებია და თურქეთის ძალიან საინტერესო თამაში! ბოლო ერთ თვეში მოხდა უცნაური ამბები. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ დადგა დრო თურქეთსა და სომხეთს შორის აღდგეს დიპ. ურთიერთობები! მიიწვია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბულში, ამანაც არ დააყოვნა და ჩავიდა იქ. შეხვედრა შედგა და გაგრძელდა რამდენიმე საათი. პრეზკონფერენცია იყო საკმაოდ კონსტრუქციული და მომავალ ურთიერთობებზეც ილაპარაკეს. სულ რამდენიმე დღეში ბრიუსელში შარლ მიშელთან მოხდა ალიევის და პაშინიანის შეხვედრა. ისიც 4 საათს გაგრძელდა. არ ყოფილა პრესკონფერენცია, მაგრამ მხარეებმა ცალ-ცალკე განაცხადეს, რომ აზერბაიჯან სომხეთს შორის ურთეირთობები უნდა დალაგდეს და შეიქმნება ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე, კომისია იქნება სგარაეო საქმეთა მინისტრების დონეზე. საინტერესოა ისიც, რომ ამ შეხვედრიდამ რამდენიმე დღეში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წავიდა ამერიკაში! გუშინ კი პაშინიანმა გააკეთა განცხადება, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის უნდა დაიდოს დიდი ზავი და შეთანხმდნენ მომავალ ურთიერთობებზე! აზერბაიჯანიც თანახმაა, მხოლოდ ყარაბახის ნაწილის მის სასარგებლოდ მოგვარებით! აქ ყველაზე კარგი ისაა, რომ აღარსად ჩანს რუსეთი და თამაშში შემოდის ბრიუსელი. ამერიკა ჯერ არსად ჩანს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება! მე მაინც ეგოისტურად ვიტყვი, რომ ეს დიდად არ მხიბლავს, რადგან არ მინდა მომავალმა გაზსადენმა, რომელიც ევროპას მოამარაგებს გაიაროს სომხეთზე და არა საქართველოზე! ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს, მაგრამ შანსი არის!

6. დავუბრუნდეთ რუსეთის შიდა ამბებს. სურკოვის დაჭერის წინა დღეს, კადიროვმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ისევ იმეორებდა, რომ კიევზე შეტევა აუცილებელია. საინტერესო კი ის იყო, რომ კადიროვი ამ ვიდეოში მთლად კაი ხასიათზე არ იყო! ოხრავდა და ერთხელაც არ გაუცინია! ეს იყო მისი ბოლო ვიდეო რაც გავრცელდა. მეორე დღეს დაიჭირეს მისი მფარველი სურკოვი და მას მერე კადიროვი ჯერ არსად ჩანს! მაგრამ ვრცელდება საინტერესო ამბები თავად კადიროვის შიდა წრეზე. როგორც ჩეჩენები წერენ, მას თავის ბუნკერში ჰყავს დამწყვდეული მისი გარემოცვის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი მეჟიევი! ეს სწორედ ის მეჟიევია, რომელიც დღეში სამ ვიდეოს იღებდა ომის დაწყების დღეებში მერე კი გაქრა. როგორც წერენ მეჟიევი ცდილობდა იარაღი გაეყიდა ფარულად, ეშოვა ფულო და მოტეხილიყო, მაგრამ (გან)დონმა გაიგო ეს ამბავი და სამაგალითოდ სჯის ახლაო! კადიროვმა მანამაც ბევრი ვიდეო გაავრცელა, სადაც დაუპირისპირდა პესკოვს! პესკოვმა თუ გახსოვთ თქვა, რომ ბუჩადან ჯარების გაყვანის ბრძანება პუტინმა თვითონ გასცაო! ამის გამო კადიროვმა ის გალანძღა და მოუწოდა პუტინს, დაგვამთავრებინე ის, რაც თავად დაიწყეო!

7. რუსეთის გემი რომ ჩაძირულია, ამის გააზრებას მხოლოდ ცოტა წაკითხვა და წაკითხულის გააზრება სჭირდება! რუსეთის დიდება ორ რამეზე იდგა, ეს იყო არმია და ენერგო რესურსები! უკრაინაში ომმა აჩვენა, რომ რუსული არმიის სიძლიერე იყო მხოლოდ მითი და მეტკ არაფერი! სინამდვილეში ეს არის ბომჟებით დაკომპლექტებული ხროვა, რომლებიც არიან ბევრნი და მაგ მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობასთან აქვთ დიდი გული! რუსეთმა ომის თეატრში ერთი ფრონტი უკვე წააგო, გაიყვანა ჯარი კიევიდან, ჩერნიგოვიდან და სუმიდან! ახლა კი აკეთებს ყველაფერს, რომ როგორმე დონეცკი ლუგანსკის მიმართულებაზე მაინც მოიპოვოს წარმატება! სამხედრო ოპერაციის მეთაურად პირსისხლიანი დვორნოკოვიც დანიშნა, მაგრამ ყველანაირი გათვლით რუსეთი ამ ფრონტზეც განწირულია! ბაიდენი, ჯონსონი, შოლცი და სხვები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთი ამ ომს წააგებს და ეს ყველაფერი მოხდება ბრძოლის ველზე! ასეთი ხალხი კი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის! სამხედრო დანაკარგი არის უზარმაზარი! არმია არის მწყობრიდან გამოსული და ის იარაღი, რითიც დერჟავა ამოყობდა თავად რუსებს ადუღებს უკვე! სარატოვის მერე, მოსკოვიც შავ ზღვაში დაეწვა გუშინ! მალე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ჩავა უკრაინაში და ნახავთ რუსეთის უდიდეს კრახს ზღვაზეც! ალბათ დააკვირდით იმას, რომ რუსებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ ჰაერში, მაგრამ ბოლო დღეებია რუსული თვითმფრინავები საერთოდ აღარც დაფრინავენ უკრაინის ცაზე! რაც აფრინდა, ყველა ჩამოაგდეს! აღარც ზელენსკი ითხოვს ცის ჩაკეტვას უკვე კარგა ხანია! უკრაინამ უკვე ცაში მოიპოვა უპირატესობა და ეს ფაქტია!

8. ენერგო რესურსები-ამერიკამ და ბრიტანეთმა უკვე პრაქტიკულად უარი თქვეს რუსულ ენერგო რესურსებზე! წლის ბოლოს გერმანია და იტალია სრულად განთავისუფლდებიან რუსული გაზისგან(ნავთობისგან ბევრად მალე სავარაუდოდ). რუსულ ენერგო რესურსები უარი თქვა პოლონეთმა, ხორვატიამ, შვედეთმა, სლოვაკეთმა და ბალტიის ქვეყნებმა! რუსეთი ცდილობს ალტერნატიული ბაზრების მოძიებას, მაგრამ ეგეც გამორიცხულია! ცოტა შორეულ პერსპექტივაში დარჩება მხოლოდ ჩინეთი! ჩინეთი კი მერე თავად დაადგენს ფასს და ამით დასრულდება რუსული ჰეგემონია ენერგო რესურსებზეც. ევროპა განთავისუფლდება რუსული მარწუხებისგან! ამის ყველანაირი ნიშანი უკვე გვაქვს! ყველაზე დიდი დარტყმა მაინც ალბათ გერმანია-იტალიის იყო, რომელთან იმედიც ჰქონდა პუტინს დარწმუნებული ვარ, მაგრამ ნა ხუიზე არის ის გაშვებული მათგან!

9. ამ ყველაფერს ვხედავთ ჩვენ და რა თქმა უნდა ამას ხედავენ რუსეთშიც! ხედავენ ისინი, ვისაც თვალები გახელილი აქვთ, მაგრამ სხვებს უხვევენ! ინფორმაციები ჟონავს და ბევრჯერ დაიწერა, რომ პუტინს ბევრმა მინისტრმა თხოვა გადადგომა, მათ შორის ლავროვმა, პატრუშევის გენადიმ, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრია, შინაგან საქმეთა მინისტრმაც და ეოვნული ბანკის დირექტორმაც! პუტინმა არც ერთი თხოვნა არ დააკმაყოფილა და გასცა დაპირება, რომ ყველა მათგანს გაუშვებს სახლში ომის მერე, ზედ მიაყოლებს ბორტნიკოვსაც, ნარიშკინსაც და შოიგუსაც! ამის შესახებ СВР-ის ყოფილი გენერალი წერდა თავის ტელეგრამ არხზე. ამ არხზე ძალიან საინტერესო ამბები იწერება, რომელიც თითქოს არარეალური ჩანს თავიდან და მერე ყველაფერი ხდება! არავის უნდა ჩაყვეს პუტინს საფლავში! ყველა ხვდება, რომ პუტინი მალე მოკვდება, მათ კი სამხედრო ტრიბუნალი ელით ან სიკვდილი! ეს კი არავის უნდა! ამიტომაც ხდება ის, რომ ბევრი ცდილობს საკუთარი თამაში ითამაშოს! ამიტომაც ჩავიდა პატრუშევი გროზნოში და კადიროვთან ჩაატარა უშიშროების საბჭოს სხდომა! ეცადნენ ძველი მტრობა დაევიწყებინათ, მაგრამ არ გამოდის ეს ყველაფერი მაინც!

10. ოლიგარქები-ძალოვნებთან ერთად, მთავარი ფიგურები რუსულ ჭადრაკის დაფაზე! პუტინი ალბათ ყველაზე საშინლად სწორედ მათ ცხელ სუნთქვას გრძნობს კეფასთან! კი ოლიგარქები თავად შექმნა, მაგრამ თავადვე გაანადგურა ფაქტობროვად! მათ ამ ერთი პარანოიკის გამო დაკარგეს ყველაფერი! ისინი ვერ გადიან ვერსად, აღარ აქვთ მდიდრული ვილები, იახტები და მანქანები საზღვარგარეთ! ძმები როტენბერგები, უსმანოვი, დერიპასკა, ფრიდმანი და ა.შ. ალბათ ვერც კი წარმოედგინათ, თუ ოდესმე ამ დღეში აღმოჩნდებოდნენ! მათი კომპანიები გაკოტრებულია, უძრავი და მოძრავი ქონებები ჩამორთმეული, ანგარიშები გაყინული, მხოლოდ ერთი პარანოიკის გამო! რუსეთში ასეთი სისტემა იყო ყოველთვის, ოლიგარქებ და ძალოვნები ერთმანეთს კრიშავდნენ, ყველას კი პუტინი! თავად პუტინის ძალაუფლება კი მათზე იდგა! ახლა სწორედ პუტინის გამო ეს პრივე რგოლი განადგურების პირასაა! ყველამ იცის, რომ მათი გადარჩენის მინიმალური შანსი მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილშია! მკვლელობაზე წამსვლელი კი ნებისმიერი მათდგანია დაუფიქრებლად!

11. და ბოლოს, რა იქნება დასასრული?-მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები! ამ ფორმაციის რუსული გემი უკვე ჩაძირულია! დასავლეთ ისეთ მიზანში ჰყავს ამოღებული, რომ არ მოისვენებს, სანამ ფსკერზე არ მოათავსებს ამ გემს! დიახ გემს და არა კაპიტანს ან ბორტის წევრებს! ისტორიას თუ გადავხედავთ, დასავლეთი ძალიან იშვიათად იღვიძებს ასე ძლიერად! მაგრამ თუ იღვიძებს, მანამ აღარ იძინებს, სანამ მიზანს არ მიაღწევს! ლენდ ლიზით დაწყებული, ბაიდენის და კონსონის სფიჩებით გაგრძელებული და შოლცის პოზიციებით დამთავრებული, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსული გემი ჩასაძირად არის გამეტებული! ახალი მსოფლიო წესრიგი დადგება მალე, სადაც აღმოსავლეთ ევროპა იქნება ძალიან ძლიერი სუბიექტი, სადაც ლიდი ბრიტანეთს ექნება! დიახ, ბრიტანეთი იქნება ამ მიმართულების ლიდერი! მიმართულების, რომელიც ახალ ისტორიას დაწერს! რუსეთი ძალიან ბევრი წლით დაკონსერვდება! როგორც გერმანელებს ჰქონდათ სტიგმა და კომპლექსი თითქმის 80 წელი, ზუსტად ეგრე იქნებიან რუსებიც! პუტინმა იმდენი შეძლო, რომ გერმანელებს ფაშიზმის კომპლექსი მოუხსნა და რაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონიწავე პოზიციებში ჩააყენა! რუსეთის ეს ფორმაცია დასრულებულია მეგობრებო! სამწუხაროა, რომ უკრაინის დიდი მახვერპლის გაღება მოუწია ამისთვის, ბევრი სისხლი დაიღვარა, მაგრამ ეს იყო ფასი ამ ბოროტების დასამარცხებლად! სხვათაშორის არა მარტო უკრაინას, საქართველომაც ბევრი სისხლი ღვარა და ჩეჩნეთმაც! ამიტომაც პირველი ორი მიიღებს სრულ დეოკუპაციას და იქცევა ახალი ევროპის ძალიან მნიშვნელოვან სუბიექტად, მესამე კი აუცილებლად დაიბრუნებს იმას, რისთვისაც იბრძოდა, დამოუკიდებლობას!

12. დიდი გამარჯვებებია წინ მეგობრებო!ყველა რუსეთუმეს მალე ქარი წაიღებს! ეს ტერმინის კი აღარ იარსებებს ცოტა ხანში! რუსეთი ჩაიკეტება, დაკონსერვდება და ახლოს აღარ მიიკარებს არავინ? ბევრი ათეული წელი დასჭირდება რუსეთის ცოტათი რეაბილიტაციას! ჩვენ და უკრაინა კი გავალთ იქ, საიდანაც 1921 წელს მოგგვლიჯა ამ ბოროტებამ! ვიქნებით ევროპის ღირსეული ნაწილი და სახელმწიფო! ჩვენ ეს დავიმსახურეთ!

ასე რომ Русский корабль уже пошёл на хуй! ??

დიდება საქართველოს! ✊?✊???????
დიდება უკრაინას! ✊?✊?????????”-წერს ნიკო მიქაია.

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

ეროვნული გამოცდები იწყება

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – ჯეიმს მაკკლირი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – ჯეიმს მაკკლირი
მთავარი

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.   „მადლობა ბენჯამინ ჰადადსა და სტივენ...

დაწვრილებითDetails

დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან – რობინ დანიგანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას – რობინ დანიგანი
მთავარი

რობინ დანიგანი - დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან....

დაწვრილებითDetails

თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების...

დაწვრილებითDetails

“შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და „ბლატაობ“? ” – ალუდა ღუდუშაური

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
“ცოლი ორჯერვე ნიუ იორკში ამშობიარა”-წერს თომა რუსტიაშვილი
მთავარი

გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”? ცოტა თავი გააკონტროლე, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

” აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ?” – თეა წულუკიანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? - ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება...

დაწვრილებითDetails

რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა. პარლამენტის მიერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"