იმერეთში დაფიქსირებული 27 ახალი შემთხვევიდან ნაწილი არსებულ კლასტერებს ეკუთვნისმ ნაწილი კი ახალი შემთხვევება – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით დღეიდან ჯანდაცვის სისტემაზე კოვიდ19-ის ბინაზე მართვის მოდელზე გადადის:
“იმერეთში ბოლო 24 საათში 1 768 ტესტი ავიღეთ, აქედან 27 კოვიდნფიცირებულია, ნაწილი არის უკვე არსებულ კლასტერებთან დაკავშირებული, ნაწილი მათგანი იყო თვითიზოლაციაში და კარგია ის რომ მათგან გავრცელების საფრთხე არ გვაქვს, თუმცა ნაწილი არის ახალი შემთხვევები რომლებსაც დღეს საღამომდე შევისწავლით.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით დღეიდან უკვე შესაძლებელია ისეთი კოვიდინფიცირებულების სახლში მკურნლობა, როლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა იმერეთში საერთო ჯამში 301 ადამიანი რჩება კოვიდკლინიკაში, სასტუმროებში კი 77 ადამიანია მოთავსებული.