ყველაზე დადებითი შეფასება 76,8% მიიღო ამირან გამყრელიძემ, ყველაზე უარყოფითად კი ეკატერინე ტიკარაძისა (16,6% )და ნათია თურნავას (15.6%) საქმიანობები შეფასდა – ამის შესახებ პიარ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაშია “კორონა ვირუსი (Covid19), მთავრობის საქმიანობის შეფასება და საზოგადოების მოლოდინები” ნათქვამი.
კვლევის მიხედვით კითხვაზე გთხოვთ შეაფასოთ პერსონების საქმიანობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძლოს პროცენში 76,7%-მა ძალიან დადებითად შეაფასადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანმელის ამირან გამყრელიძის საქმიანობა, 62.2%-ით მას მოსდევს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, 32,0%-ით კი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
კვლევის მიხედვით უარყოფითი და ძალიან უარყოფითი 16,6% შეფასება მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკატაძემ, მას 15.6%-ით მოსდევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და 6,2%-ით საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ონლაინ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 814 რესპოდენტმა. გამოკითხვა მიმდინარეობდა 10-15 აპრილის განმავლობაში. გამოკითხვა ჩატარდა google forms საშუალებით. მონაცემები შეწონილია საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების შესაბამისად სქესობრივ-ასაკობრივი ჭრილის მიხედვით.