სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მომღერალი “ფეისბუქის” პირადი გვერდის საშუალებით, უცნობ ადამიანს მიმართავს, რომელმაც მისი თქმით, რესტორანში თანხა გადაუხადა.
“მე, ფანი და მაია რესტორანში ვჭამდით, ერთი ქალბატონი მოვიდა და მოგვესიყვარულა.
ამერიკაში ვცხოვრობ და ძალიან მიყვარხართო… ჩვენც მოვესიყვარულეთ… მარტო იჯდა, შორს…
მალე წავიდა და გადაუხდია ჩვენი, ძალიან უხერხულად ვარ, მადლობაც ვერ ვუთხარი…
ეხლა თუ კითხულობთ ამ პოსტს, ძალიან დიდი მადლობა!”, – წერს სტეფანე სოციალურ ქსელში.