LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს – დეტალები

დაპოსტა 2026/05/06-ში
A A
335
ნახვა
გაზიარება

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში – ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პროგრამით სარგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ოჯახს ჰყავდეს 1 წლამდე ასაკის შვილი.

სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში აღებული იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას 60 თვის განმავლობაში შემდეგი პირობებით:

რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%, მაგრამ არაუმეტეს 6%ის ოდენობით – თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი;

რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%, მაგრამ არაუმეტეს 8%-ის ოდენობით – თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი. ამასთან, სესხით შესაძენი ბინის/სახლის ღირებულება შესაძლოა აჭარბებდეს 200 000 ლარს.

პროგრამის მიზნებისათვის შვილად მიიჩნევა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილი/შვილად აყვანილი/გერი.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში.

პორგამით სარგებლობის უფლება აქვთ:

A) ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის  1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

B) ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ყავს 3 ან მეტი შვილი და ამ პროგრამის ფარგლებში სესხს აიღებს 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით;

C) ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

A და C ტიპის მსესხებელს მხოლოდ ერთხელ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს პროგრამით, მიუხედავად მათ მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის ოდენობისა;

B ტიპის ბენეფიციარი უფლებამოსილია პროგრამით ისარგებლოს მეორეჯერაც, თუ პროგრამაში ჩართვის შემდეგ შეეძინება ან/და შვილად აიყვანს მე-4 ან მეტ შვილ(ებ)ს. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია აიღოს ჯამში 200 000 ლარი სესხი;

მარტოხელა მშობელი, როგორც პროგრამის მოსარგებლე, ასევე, ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირებული მეორე მშობელი, ერთი და იმავე ბავშვ(ებ)ით მხოლოდ ერთხელ შეძლებს ისარგებლოს პროგრამით.

გაზიარება134

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპივეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ქუთაისელმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპივეს
მთავარი

 ქუთაისელი ძიუდოისტების წარმატება მაკედონიაში. ქალაქ სკოპიეში ევროპის თასი გაიმართა ძიუდოში. ტურნირზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ოქროს მედალი- საბა ინანეიშვილი 100 კგ. მწვრთნელი, დავით თევდორაძე; ბრინჯაოს მედალი- საბა ქარდავა 100კგ....

დაწვრილებითDetails

სანდრო ბაზაძე სატელიტის ტურნირის გამარჯვებულია

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ნახევარფინალშია
მთავარი

სანდრო ბაზაძის მორიგი წარმატება!ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ სატელიტის პრესტიჟულ ტურნირზე, სანდრო ბაზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა, ფინალში ამრეიკელი მოფარიკავე ბენ ავრამი 15 - 9 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა!სატელიტის ტურნირზე მსოფლიოს 21 ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

„ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს – ინფექციონისტი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ნოროვირუსის აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში - სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული , - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ...

დაწვრილებითDetails

შალვა პაპუაშვილი “იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ პროტესტზე – სახეზე გვაქვს კამპანია „ნამახვანჰესი 2“ – ვხედავთ, რომ „ალტ ინფო“და „ნაცმოძრაობა“ ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, ვინც ჩართულია ამ კამპანიაში; თუ შევხედავთ ამ ჯგუფის მიზნებს; თუ შევხედავთ აბსურდულ შინაარსს ამ კამპანიისა, მიხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამახვანჰესი 2“ კამპანია - ასე უპასუხა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. მთავარს შსს-ში ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული კაცი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 137-ე და სსკ-ის 138-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, საგამოძიებო მოქმედებების...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს. ის, რომ გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას...

დაწვრილებითDetails

21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა
მთავარი

21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა - მარი ზანაქიძემ და ლელა სურმანიძემ, ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამინისტროს „ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით...

დაწვრილებითDetails

არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ მეორე ცვლაში სიარულის შეთავაზებას – რა ვითარებაა წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლაში

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

"როგორც მშობელი, თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი აზრი დავაფიქსირო წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ ავარიული შენობის ნაცვლად ჩემი შვილები ახალაშენებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში მიიღებენ განათლებას,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყმოს მოქალაქე საქართველოში უკანონოდ შემოსვლას ცდილობდა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. "სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"