ხვალ, 8 სექტემბერს ქუთაისის სხვადასხვა ნაწილში დენის, გაზისა და წყლის მიწოდება შეწყდება.
როგორც გაერთიანებული წყლის კომპანიაში აცხადებენ წყალი ხვალ ქუთაისის ნაწილს არ ექნება:
“ბესიკის 17_23_25_ის მიმდებარედ წყალარინების ქსელის ჩატეხილი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების გამო 8 სექტემბრის 07:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალი შეუწყდება გამარჯვების, ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს. დაახლოებით 10 000 აბონენტს.” – აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, მომწოდებელი კომპანიის თქმით დენი ქალაქში ახალგაზრდობის გამზირის, წერეთლისა და კლდიაშვილის ქუჩების ნაწილს გაეთიშება 11 საათიდან 18:00 საათის მონაკვეთში, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ ბუკიასა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩებს. ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზია ახალი საყრდენების მონტაჟი და სატრანსფორმატორო ჯიხურების პროფილაქრტიკა.
ქუთაისის ნაწილს ხვალ, 8 სექტემბერს ასევე შეუწყდება გაზის მიწოდება. “სოკარ ჯორჯი გაზის” წარმომადგენლის ინფორმაციით ბუნებრივი აირი შეუწყება ბუხაიძის მასივში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის ჭონქაძისა და ვაჟა-ფშაველას ბოლო მონაკვეთში მცხოვრებლებს, ასევე ირაკლი აბაშიძისა და შარტავას ქუჩებს, ჯამში 4 200-მდე აბონენტს. კომაპნიის ცნობით გაზის მიწოდება აღნიშნულ ქუჩებს ხვალ 8 სექტემბრიდან გაეთიშებათ და მიწოდება 9 სექტემბრის დღის ბოლომდე აღუდეგბათ. როგორც “სოკარ ჯორჯია გაზში” აცხადებენ გათიშვა პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება, რათა ზამთარში ქალაქს უწყვეტი გაზმომარაგება ჰქონდეს.