თამარ ხუფენია 20 000 ლარი მოიგო.
მომგებიანი ბილეთი თბილისში შეიძინა. მოგებაც მისთვის დროული აღმოჩნდა.
ამბობს, რომ სახლში დაწყებულ რემონტს მოგებული თანხით დაასრულებს.
თამარ ხუფენია წარმოშობით განმუხურიდან არის. იგი 50 წლისაა და ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კოვდინფიცირებულ პაციენტებს უვლის.
“ახლა ცოტა შემცირებულია პაციენტების ნაკადი, სამი კვირის წინ საშინელება ხდებოდა, რასაც მე ვუყურებ ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ, იმედია, მალე გადაივლის ეს კოშმარი და ყველა ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით”, – ამბობს მედდა თამარ ხუფენია.