10 სექტემბერი ენერგეტიკის დღეა.
საქართველოში ერთ – ერთი პირველი ელექტრიკოსი ქალი, ხონელი გალინა ნიკოლოზის ასული ბახტაძე (1918-1990 წ.წ.) იყო. ინფორმაციას ფეისბუკ გვერდი “ხონი” ავრცელებს.
“გალინა ბახტაძემ უმაღლესი განათლება საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტში მიიღო ( 1936 -1941 წ.წ.) . ,,ელექტრო-სადგურების, ქსელებისა და სისტემების,, ფაკულტეტი ინჟინერ – ელექტრიკის კვალიფიკაციით დაასრულა და მრავალი წელი ხონის ტექნიკუმში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
მაღალკვალიფიციურმა პედაგოგმა საქართველოს არაერთი ელექტრიკოსი აღუზარდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ენერგეტიკის დარგის განვითარებაში.” – წერის ფეისბუკ გვერდზე “ხონი”