სამოქმედო სქემა “კურიერმა” შემდეგნაირად გაშიფრა:
ჯგუფს მანანა კვარაცხელია ხელმძღვანელობდა, სწორედ ის ავალებდა მადონა ლაშხიას, ირინე არჩვაძესა და ესმა პაპავას მსურველების მოძიებას.
მას შედეგ, რაც დაჯგუფების სამი წევრი საქართველოს დატოვების მსურველს იპოვიდა, მანანა კვარაცხელია მადრიდში რეკავდა და მის მეგობრებთან ყალბ კოვიდ პასპორტს უკვეთავდა.
გზავნილი საქართველოში ფოსტის დახმარებით ჩამოდიოდა.
მანანა კვარაცხელიას დაჯგუფების წევრი იყო ესმა პაპავა, რომელიც პანდემიის დროს გახსნილ რუხის კოვიდ კლინიკაში ექთნად მუშაობდა.
4 ქალს დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.