კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილის სოციალურ ქსელში ტრაგიკულ სტატუსს აქვეყნებს. მას კორონავირუსით ოჯახის მესამე წევრი გარდაეცვალა. მაიკოს მეგობრები თანაგრძნობას უცხადებენ და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
„მესამე ადამიანი წაგვართვა კოვიდმა ოჯახიდან….
ღმერთო როდემდე?
მშვიდობით ალიმი ბაბუ,
ავთოს გაბარებ“, – წერს კაჭკაჭიშვილი.