აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ ქოლობანში 25 წლის ახალგაზრდა ჯემალ მიქელაძე ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.
ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის ცენტრში. არსებული ინფორმაციით, მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება მომხდარს,შელაპარაკება სუფრაზე დაიწყო და მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, საქმის გასარჩევად 25 წლის ჯემალ მიქელაძე ჯერ სოფლის ცენტრში დაიბარეს, შემდეგ კი დაახლოებით 5-მდე შეიარაღებული პირი დანებითა და კუსტარულად დამზადებული ბასრი საგნებით, თავს დაესხა და მძიმე ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილის ოჯახი მედიასთან კომენტარს მომხდარზე არ აკეთებს. შსს-ს ცნობით,გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.