LIVE TV
კვირა, ივნისი 4, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

ვინ არის ქუთაისელი გოგონა, რომელმაც ესეების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

დაპოსტა 2019/12/12-ში
გაზიარება

ქუთაისელი სტუდენტი მაგდა ფურცხვანიძე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

მაგდამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში ,,მადლობა ჩემს მასწავლებელს” მიიღო მონაწილეობა და გამარჯვება მოიპოვა.

“კონკურსის შინაარსი იყო, რომ უნდა დაგეწერა თემა “მადლობა ჩემს მასწავლებელს” და გადმოგეცა როგორ შეცვალა ამ მასწავლებელმა შენი ცხოვრება. ზუსტად დედლაინის დღეს გავაგზავნე, რადგან სამსახურში დატვირთული პერიოდი მქონდა და მანამდე ვერ მოვახერხე.
ჩავთვალე, რომ უპასუხისმგებლობა იყო ამ დროს გაგზავნა და არც კი განიხილავდნენ ჩემს თემას. თითქმის ერთი თვის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად გავიგე, რომ გაიმარჯვა საქართველომ, ანუ ჩემმა თემამ.” – ამბობს მაგდა ფურცხვანიძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას.

ქუთაისელმა სტუდენტმა თავისი ნაშრომი მის საყვარელ მასწავლებელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს მირანდა ლომიძეს მიუძღვა:

“ჩემთვის კარგი მასწავლებელი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ საგანი ესმოდეს და გადმოგცემდეს ძალიან კარგად. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო ევროპული განათლების მიღება და ამისთვის ფრანგულის კარგად სწავლა იყო აუცილებელი. თუმცა, მქონია ისეთი პერიოდებიც, როცა ყველაფერზე ხელის ჩაქნევა და სწავლის შეწყვეტაც მიფიქრია. ასეთ დროს, ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, სჯეროდა ჩემი და მარწმუნებდა რომ უფრო მეტიც შემეძლო.” – ამბობს მაგდა ფურცხვანიძე.

როგორც  გამარჯვებული გვეუბნება კონკურსში ბევრი ფრანკოფონული ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და  საქართველოს გამარჯვება ნამდვილად სიამოვნო გრძნობაა.

“მადლობა,რომ არასოდეს იღლები ჩემით და მაიძულებ,საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ვიყო.

ჩემმა ფრანგულის მასწავლებელმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება,რომ შთამაგონებელია მასთან ურთიერთობა,მოტივაციის მომცემი; რომ ფრანგულთან ერთად მასწავლა, როგორ ვიყო ოპტიმისტი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც კი და მინდა ზუსტად ისეთი დარჩეს,როგორიც არის!”

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის მირანდა ლომიძის თქმით ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) 990 საუნივერსიტეტო სასწავლებელს აერთიანებს 118 ქვეყანაში, აქედან ზოგიერთ ქვეყანას, ისტორიულად, საფრანგეთთან და ფრანკოფონიასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

“ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთი წლის წინ გაწევრიანდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოში. შესაბამისად, ისეთი ქვეყნებთან კონკურენციაში შესვლა და გამარჯვება, როგორიცაა უკრაინა, რუსეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ა.შ. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.” – ამბობს მირანდა ლომიძე.

მაგდა ფურცხვანიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის ბიზნესის სამართლისა და სოცილურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მაგისტრატურაში, საჯარო მმართველობის მიმართულებით სწავლობს.

რაც შეეხება კონკურსს იგი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტომ, ფრანგულის მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაცხადა, რომელიც  28 ნოემბერს აღინიშნება.

თეგები: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიმაგდა ფურცხვანიძემირანდა ლომიძესაფრანგეთიფრანკოფონია
გაზიარება2087

დაკავშირებული -პოსტები

ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალციხეში ექიმი გარდაიცვალა

ივნისი 4, 2023
24
მთავარი

ახალციხის  სოფელ  წყალთბილაში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით  ექიმი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში აცხადებენ, ექიმმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში,...

დაწვრილებით

ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ-რუსებმა დნიპროში კორპუსი დაბომბეს

ივნისი 4, 2023
15
მთავარი

რუსებმა დნიპროში კორპუსი დაბომბეს, ნანგრევების ქვეშ ხალხია. არსებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბიჭი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დაწვრილებით

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს

ივნისი 3, 2023
16
მთავარი

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს , - არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულებს პლაკატები წაართვა, შემდეგ კი დააკავა. დაკავებულია ლევან გორგილაძე, გიორგი დუმბაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და თაზო მახარაძე. აქცია ბათუმში, თბილისის პარალელურად მიმდინარეობს.

დაწვრილებით

ღარიბაშვილს ვიკიპედიაში სახელი შეუცვალეს

ივნისი 3, 2023
43
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილს ინგლისურენოვან ვიკიპედიაში სახელი შეუცვალეს და "ირაყლი" დაწერეს. თუმცა, მალევე ის ისევ ირაკლით შეცვალეს. შეგახსენებთ, სწორედ წარწერა "ირაყლის" გამო დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილი 2 ივნისს საღამოს, პარლამენტის წინ

დაწვრილებით

ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ბავშვი ემსხვერპლა

ივნისი 3, 2023
44
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში  ავტოსაგზაო შემთხვევას  1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი რეანომობილში დაიღუპა, როდესაც ის ქუთაისში გადაჰყავდათ. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა...

დაწვრილებით

მელიტოპოლის რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

ივნისი 3, 2023
32
მთავარი

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის რკინიგზაზე, რომელსაც რუსები იყენებენ, აფეთქება მოხდა. "რამდენიმე საათის წინ, იაკიმივის რაიონის სოფელ დოლინსკესთან სარკინიგზო ლიანდაგმა შეწყვიტა მუშაობა. რუსები ჩვენს რკინიგზას ფრონტზე პერსონალის...

დაწვრილებით

საქართველოში სამი პაციენტი ლეპტოსპიროზს ებრძვის

ივნისი 3, 2023
61
მთავარი

საქართველოში მძიმე დაავადებათა სიაში შეტანილი ლეპტოსპიროზის შემთხვევები დადასტურდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის ინფექციას 3 პაციენტი ებრძვის. ბაქტერია, ღია წყლებში, ტბესა და ჭებში ცხოველის ექსპრემენტების მოხვედრით...

დაწვრილებით

მზად ვართ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევებისთვის-ზელენსკი

ივნისი 3, 2023
27
მთავარი

დღეს, 3 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს რომ უკრაინა მზადაა, დაიწყოს თავისი დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. "მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი,...

დაწვრილებით

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს

ივნისი 3, 2023
22
მთავარი

პროკურატურამ ხელვაჩაურში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შემთხვევა 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მოხდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა,...

დაწვრილებით

პოლიციამ “დროას” ზუგდიდის ოფისიდან გადმოფენილი ბანერი მოიპარა-მაცაბერიძე

ივნისი 3, 2023
26
მთავარი

"დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე წერს, რომ ზუგდიდის ოფისის აივნიდან გადმოფენილი ბანერი, წარწერით "ირაყლი" პოლიციამ მოიპარა. "დროას ზუგდიდის ოფისის აივნიდან გადმოფენილი ბანერი, წარწერით “ირაყლი” პოლიციამ მოიპარა, ამწეკრანი მიიყვანეს, აძვრნენ, ჩამოხსნეს ბანერი...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

კორონავირუსი მამაკაცის სპერმაში აღმოაჩინეს – გადადის თუ არა ვირუსი სქესობრივი გზით

მაისი 10, 2020
1.2k
ეკონომიკა

მსოფლიო ბაზარზე ყავის ფასი რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება

დეკემბერი 2, 2021
47
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებს მიმართავს

დეკემბერი 27, 2021
97





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!