2021 წლის 3 მარტს საქართველოს საპატრიარქოში სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას შემოქმედის ეპარქიისა და საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კომისიაზე მორალურ-ზნეობრივი საკითხები განიხილეს და შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს განუსაზღვრელი ვადითმღვდელმოქმედება აეკრძალა.
ცნობისთვის, დეკანოზი ბასილის საკითხი 2021 წლის 11 თებერვალს წმინდა სინოდის კრებამ განიხილა. სინოდმა გამოძიება კომისიას დაავალა.