ქუთაისში მამაკაცმა საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.
გარდაცვლილი მამაკაცი ზურა ჭონიშვილია. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც ცნობილია მამაკაცის ცხედარი მეზობელმა იპოვა.
ზურა ჭონიშვილის მეუღლე საბერძნეთიდან დღეს დაბრუნდა, მას ქმის თვითმკვლელობის არ სჯერა.
მეზობლების თქმით გარდაცვლილს არც ეკონომიკური და არც ოჯახური პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ მათთვის გაუგებარია თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.